სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ლევანდოვსკი - Veni vidi vici

ოთხშაბათს საღამოს რობერტ ლევანდოვსკიმ ორი ბურთი გაიტანა და საგოლე გადაცემა მიითვალა. ამის შედეგად სამართლიანად ჰაიდენჰაიმის წინააღმდეგ შეშლილი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. პირველად ოქტომბრის ბოლოდან ლევანდოვსკი სასტარტო შემადგენლობის მიღმა დარჩა. "ოდნავ გაციებული ვიყავი და 90 წუთის ჩატარებას ვერ შევძლებდი. შესაბამისად შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე დავიწყე", განაცხადა 30 წლის თავდასხმელმა.

ამ შეშლილი მატჩის პირველი 45 წუთი ლევანდოვსკიმ მაყურებლის როლში გაატარა. შესვენების შემდეგ პოლონელი მინდორზე ანგარიში 1:2-ზე გამოვიდა და რეკორდმაისტერის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა. ლევანდოვსკისთან ერთად ბაიერნელები მეტოქეზე დიდ ზეწოლას ახდენდნენ. 53-ე წუთზე პოლონელმა თომას მიულერზე შედეგიანი გადააცემა შეასრულა. 56-ე წუთზე კი თვითონ გაიტანა და ანგარიში 3:2 გახადა. მატჩის მიწურულს რობერტმა გამარჯვების ბურთი შეაგდო.

შესაბამისად, ლევანდოვსკის ბაიერნის მაისურში უკვე 184 გოლი დაუგროვდა. კლუბის ბომბარდირთა სიაში რობერი თომას მიულერთან ერთად მესამე ადგილზე იმყოფება. წინ მხოლოდ კარლ-ჰაინც რუმენიგე (217) და გერდ მიულერი (506) იმყოფებიან. ამ მაჩვენებლის მისაღწევად ლევანდოვსკის 233 მატჩის ჩატარება მოუწია.

სათასო უკანასკნელი 6 შეხვედრიდან 5-ში პოლონელმა ბურთის გატანა შეძლო - სულ მის ანგარიშზე 7 გოლია. თასის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირთა სიაში ლევანდოვსკი თომას მიულერთან ერთად მე-10 ადგილზე იმყოფება. ორივეს 29 ბურთი აქვთ გატანილი. "გერმანიის თასზე ყოველთვის საინტერესო ბრძოლის მოწმეები ვართ", განაცხადა პოლონეთის ნაკრების კაპიტანმა, რომელიც ჰაიდენჰაიმის წინააღმდეგ მატჩით კმაყოფილი დარჩა.

"მატჩის დიდი ხნის განმავლობაში კაცნაკლულნი ვთამაშობდით, მაგრამ მაინც ერთი ბურთით მეტი გავიტანეთ. საბედნიეროდ ნახევარფინალში გასვლა მოვახერხეთ", განაცხადა ლევანდოვსკიმ. ამ 45 წუთის განმავლობაში პოლონელმა საკუთარი მნიშვნელობა გუნდისთვის ისევ დაამტკიცა. ბაიერნის გულშემატკივრები იმედოვნებენ, რომ შაბათს ლევანდოვსკი 90 წუთის ჩატარებას შეძლებს. "შაბათს უპრობლემოდ ვითამაშებ", აღნიშნა თავდასხმელმა, რომელიც დორტმუნდელების დაცვის ხაზისთვის პრობლემების შესაქმნელად მზად არის.


04-04-2019