სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ფსიქოთრილერი, 5:4!

ბაიერნი ბურთს პირველი წუთებიდან დაეუფლა. პირველი მომენტი მეშვიდე წუთზე ჰუმელსს ჰქონდა, მაგრამ მისი თაური დარტყმა კარებს ასცდა.

მე-12 წუთზე მიუნხენელებმა თავისას მიაღწიეს. კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი თაური დარტყმით კარებში გორეცკამ გადააგზავნა, 1:0!

სამ წუთში ბოლო იმედის ჯარიმის გამო მსაჯმა ზულე მინდვრიდან გააძევა. ბაიერნი უმცირესობაში დარჩა.

მე-15 წუთზე ჰაიდეინჰაიმმა ბურთი ხარიხას გაარტყა.

5 წუთში მეტოქემ კიდევ ერთი მომენტი შექმნა, ულრაიხმა დარტყმა მოიგერია.

ტაიმის შუაში რიბერის ნაცვლად მინდორზე ბოატენგი გამოვიდა.

26-ე წუთზე ჰაიდენჰაიმმა ანგარიში გაათანაბრა, 1:1...

36-ე წუთზე ხელსაყრელი მომენტი გორეცკამ ვერ გამოიყენა. მისი დარტყმა კარებს ზემოდან ასცდა.

39-ე წუთზე ჰაიდენჰაიმი წინ გავიდა. დაცვის ხაზი მერამდენედ ჩავარდა...

პირველი ნახევარი ბაიერნმა ანგარიშით 1:2 წააგო.

მეორე ტაიმზე რობერტ ლევანდოვსკი და კინგზლი კომანი გამოვიდნენ. მინდორი ხამესმა და რაფინიამ დატოვეს.

52-ე წუთზე ბაიერნმა ლამაზი კომბინაცია გაათამაშა. ლევანდოვსკიმ მიულერი მონახა, რომელმაც ლამაზ ნახტომში ბურთი კარებში გადააგზავნა, 2:2!

55-ე წუთზე გნაბრიმ სწრაფი გარღვევა განახორციელა. ფლანგზე მიულერი მონახა, რომელმაც შედეგიანი გადაცემა ლევანდოვსკიზე შეასრულა, 3:2!

62-ე წუთზე კომანის დარტყმა მეკარემ მოიგერია.

66-ე წუთზე გნაბრიმ ანგარიში 4:2-მდე გაზარდა. ბაიერნმა უმცირესობაში 3 ბურთი გაიტანა!

შემდეგ შეტევაზე ბურთის შეგდება კომანსაც შეეძლო, მაგრამ მეკარემ კუთხურზე მოიგერია.

73-ე წუთზე კუთხურის ჩაწოდების შემდეგ გორეცკას მორიგი თაური დარტყმა კარებს ასცდა.

ჰაიდენჰაიმმა ანგარიში 4:3-მდე შეამცირა.

მინდორზე საოცრებები ხდება... ჰაიდენჰაიმმა პენალტიდან ანგარიში გაათანაბრა, 4:4...

78-ე წუთზე მეკარემ ლევანდოვსკი მოცელა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. გნაბრი დამატებაზე ხარიხას გაარტყა.

81-ე წუთზე ბაიერნი გაშვებულ ბურთს გადაურჩა... ულრაიხმა გაადარჩინა.

83-ე წუთზე მეტოქის მცველის ხელის თამაშის შემდეგ პენალტი დაინიშნა, რომელმაც ლევანდოვსკიმ შეაგდო, 5:4!

89-ე წუთზე გნაბრიმ ისევ ხარიხას გაარტყა.

მატჩი 5:4 დასრულდა. ბაიერნი ნახერფინალში გავიდა!


03-04-2019