სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

საღამოს ბაიერნი ჰაიდენჰაიმს უმასპინძლებს, რაც შეიძლება კონტრასტების დუელი დავარქვათ. მაგალითად თომას მიულერმა თასის ფარგლებში 47 შეხვედრა ჩაატარა, რაც ჰაიდენჰაიმის მატჩების რაოდენობაზე ორჯერ მეტია (23). მაგრამ საერთო მომენტებიც შეინიშნება. ბაიერნი მეოთხედფინალში ზედიზედ მეთორმეტედ გავიდა, ჰაიდენჰაიმი კი ტურნირში მონაწილეობას მეთორმეტედ მიიღებს, აქედან საკუთარ ისტორიაში მეორედ მეორე ბუნდესლიგის გუნდი მეოთხედფინალში გავიდა.

ბაიერნი მეორე ბუნდესლიგის გუნდების წინააღმდეგ 50-ე შეხვედრას გამართავს. 42 ჯერ მიუნხენელები შემდეგ სტადიაზე გადიოდნენ. უკანასკნელად რეკორდმაისტერი მეორე ბუნდესლიგის გუნდთან 2004 წლის მეოთხედფინალში დამარცხდა - ალემანიასთან, 1:2. იმ დღის შემდეგ ბაიერნმა 16 გამარჯვება მოიპოვა, საერთო ანგარიშით - 52:5. ჰაიდენჰაიმთან რეკორდმაისტერი პირველად ითამაშებს.

გერმანიის თასზე გუნდს ალიანც არენაზე ძლიერი მხარდაჭერა აქვს. უკანასკნელი 40 მატჩის შემდეგ 37-ჯერ ბაიერნი შემდეგ სტადიაზე გადიოდა. უკანასკნელად მიუნხენელები 2017 წლის ნახევარფინალში დორტმუნდთან ანგარიშით 2:3 დამარცხდნენ. საკუთარ კედლებში ბაიერნი მეორე ბუნდესლიგის გუნდებთან ორჯერ დამარცხდა: 1978 წელს გერდ მიულერი და კომპანია ოსნაბრუკთან წააგო (4:5) და 1991 წელს იუპ ჰაინკესის ხელმძღვანელობით ჰომბურგთან დათმო (2:4).

გერმანიის თასის ფარგლებში ჰაიდენჰაიმს გასვლით შეხვედრებში უკვე 7-მატჩიანი წაუგებელი სერია დაუგროვდა. უფრო გრძელი სერია ბაიერნს (29), გლადბახს (13) და ჰერტას (12) აქვთ. მაგრამ, ჰაიდენჰაიმისთვის მიუნხენური მატჩი პირველი ბუნდესლიგის კლუბის წინააღმდეგ მხოლოდ მეორე გასვლითი შეხვედრა იქნება. 2014 წლის ოქტომბერში ჰაიდენჰაიმი ვოლფბურგსში ანგარიშით 1:4 განადგურდა.


03-04-2019