სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნს ნახევარფინალში გასვლა ზედიზედ მეათედ შეუძლია

რეკორდსმენი მოპოვებული ტიტულების რაოდენობით მეორე ლიგის გუნდის წინააღმდეგ - როლების გადანაწილება თასის მეოთხედფინალში ცხადია. შეხვედრა ბაიერნსა და ჰაიდენჰაიმს შორის საღამოს გაიმართება. მაგრამ მიუნხენელების რიგებში მეტოქის შეუფასებლობას ადგილი არ აქვს. "ამ ტურნირში შეუფასებლობის შესაძლებლობა არ გვაქვს. მარტივი მეტოქეები არ არსებობენ. შეხვედრას სრული სერიოზულობით მოვეკიდებით და მისი ბედის გადაწყვეტა, რაც შეიძლება სწრაფად გვმართებს", თქვა ნიკო კოვაჩმა.

რეკორდმაისტერის თავკაცისთვის მეტოქის ძლიერი მხარეები ცნობილია. "ყველამ იცის, რომ მეორე ბუნდესლიგაში უფრო შეუპოვარი ბრძოლაა, ვიდრე პირველში. საღამოს ზუსთად ეს გველის", დაამატა კოვაჩმა. მწვრთნელის აზრით ჰაიდენჰაიმი აქცენტს არა მხოლოდ ორთაბრძოლებზე გააკეთებს. "შესაძლებლობის მიცემის შემთხვევაში მეტოქე ფეხბურთს ითამაშებს. ამისთვის სათანადო დონეს ფლობენ. ჩვენთვის ეს თამაშის სადავეების გაკონტროლების აუცილებლობას ნიშნავს", აღნიშნა ხორვატმა სპეციალისტმა. წინა სეზონში ნიკო კოვაჩის ფრანკფურტი ჰაიდენჰაიმს მერვედფინალურ სტადიაზე შეხვდა. მაშინ ფრანკფურტმა მეტოქე მხოლოდ ექსტრა ტაიმების დახმარებით დაამარცხა (2:1).

ამჯერად კოვაჩს ამ წარმატების გამეორება ბაიერნთან ერთად სურს. რეკორდმაისტერს ტურნირის ნახევარფინალში გასვლის შანსი მეათედ ზედიზედ აქვს. შაბათს დორტმუნდთან წინააღმდეგ თამაშის მიუხედავად, რეკორდმაისტერის რიგებში ძალების ეკონომიაზე არ ფიქრობენ. "ესეთ შემადგენლობას დავაყენებ, რომელიც ნახევარფინალში გასვლის ამოცანის გადაწყვეტას შეძლებს. იმედი მაქვს, რომ გამარჯვება დორტმუნდთან მატჩამდე კარგ განწყობაზე დაგვაყენებს", განაცხადა კოვაჩმა.

საღამოს ბაიერნს არიენ რობენი და ალფონსო დეივისი ვერ დაეხმარებიან. დასკვნითი ვარჯიში ტრავმის გამო მანუელ ნოიერმაც გამოტოვა. მისი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. მისი შეცვლა სვენ ულრაიჰს შეუძლია, რომელიც თანაგუნდელებს მეტოქის შეუფასებლობის ხიფათის შესახებ აფრთხილებს. "მატჩისთვის მზადდება სრული კონცენტრაცისთვის გვმართებს. კარგი თამაშის დემონსტრირება გვსურს. შეცდომები არ უნდა დავუშვათ, რადგანაც შეცდომებისთვის დასჯა მეორე ბუნდესლიგის გუნდსაც შეუძლია".


03-04-2019