სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნს აღსავსე კვირა ელოდება

ორშაბათს დილით ბაიერნი, მზიან მიუნხენში, მომდევნო მატჩისთვის მზადდებას შეუდგა. მიმდინარე კვირა საკმაოდ აღსავსე იქნება. ოთხშაბათს გერმანიის თასის მეოთხედფინალში მიუნხენელები ჰაიდენჰაიმს მიიღებენ, შაბათს კი ალიანც არენაზე ტურის ცენტრალურ მატჩში ბაიერნი დორტმუნდს უმასპინძლებს. ორივე შემთხვევაში საქმე ორი დარჩენილი ტიტულის გათამაშებას შეეხება.

"ამ კვირის დიდი მოლოდინი გაგვაჩნია. საწყენია, რომ ფრაიბურგთან მატჩში იმ შედეგს ვერ მივაღწიეთ, რომელიც მსურდა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მიმდინარე კვირა ცუდად წარიმართება", განაცხადა კოვაჩმა.

ახლა კოვაჩისთვის პირველ პლანზე სათასო შეხვედრა დგას. დორტმუნდზე მწვრთნელი "შემდეგ იფიქრებს". ოთხშაბათს ბაიერნს არიენ რობენი და ალფონსო დეივისი ვერ დაეხმარებიან. კითხვის ნიშნის ქვეშ ასევე მანუელ ნოიერის და დავიდ ალაბას თამაში დგას. "დიდი ალბათობით, ოთხშაბათს კარებს სვენ ულრაიჰი დაიცავს", თქვა ხორვატმა სპეციალისტმა.

"კოკო ტოლისო პროგრესს განიცდის. ტკივილებს არ გრძნობს. მუხლი მშვენიერ კონდიციებში აქვს", დაასრულა კოვაჩმა. შეგახსენებთ, რომ სექტემბერში მსოფლიო ჩემპიონმა მუხლის სერიოზული ტრავმა მიიღო.


01-04-2019