სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სწორი რეაქციის გამოვლინება დორტმუნდთან მატჩში

ყველაფერი სულ სხვაგვარად უნდა დამთავრებულიყო. მეორე ნახევარში უამრავი საგოლე მომენტის და ბურთის ფლობის მიუხედავად, ბაიერნმა ფრაიბურგთან მხოლოდ ფრე (1:1) ითამაშა. რადგანაც დორტმუნდმა საკუთარ შეხვედრაში ვოლფსბურგი დაამარცხა (2:0), სატურნირო ცხრილში მიუნხენელები მეორე ადგილზე ჩამოქვეითდნენ. მომდევნო კვირას დორტმუნდთან დუელის წინ რეკორდმაისტერი მეტოქეს ორი ქულით ჩამორჩება.

"ძალიან დამწუხრებულები ვართ. ვერ ვაჩვენეთ ის განწყობა, რომელიც სეზონის გადამწყვეტ შეხვედრებში უნდა გვეჩვენებინა", თქვა მატჩის დასრულების შემდეგ სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა. 6 გამარჯვების და ვოლფსბურგთან და მაინცთან საგოლე ფეერის შემდეგ, ფრაიბურგში ქულის აღება საკმარიგი რეზულტატი არ აღმოჩნდა. განსაკუთრებით ეს უსიამოვნოა, რადგანაც ნიკო კოვაჩის გუნდს ფრაიბურგიდან გამარჯვების წამოსაღებად უამრავი მომენტი ჰქონდა.

"უამრავი მომენტი ვერ გამოვიყენეთ, რაც სამწუხარო ფაქტია", თქვა ნიკო კოვაჩმა. პირველ წუთებზე მოულოდნელი გოლის გაშვების შემდეგ, მიუნხენელები ყველა სათამაშო კრიტერიების მიხედვით დომინირებდნენ: დარტყმები 26:12, კუთხურები 7:1, ბურთის ფლობა 71%. მაგრამ მიუნხენელებმა ბურთის გატანა მხოლოდ ერთხელ შეძლეს, 22-ე წუთზე ლამაზ ვარდნაში გოლი რობერტ ლევანდოვსკიმ მიითვალა.

"პირველი 5 წუთის განმავლობაში გვეძინა", თქვა ლეონ გორეცკამ, რომელსაც ბურთის გასატანად რამდენიმე სანტიმეტრი დააკლდა. "როდესაც ამდენ მომენტს ანიავებ, გამარჯვებას არ იმსახურებ", დაამატა 24 წლის ნახევარმცველმა.

ფრაიბურგთან წარუმატებლობის შემდეგ ბაიერნელებს დორტმუნდთან შეხვედრაში სწორი რეაქციის გამოვლინება სურთ. მატჩი 6 აპრილს გაიმართება. გამარჯვების შემთხვევაში მიუნხენელები პირველ ადგილს დაიბრუნებენ. ამ წარუმატებლობის დავიწყება და მომდევნო კვირაში საუკეთესო თამაშის დემონსტრირება გვმართებს", აღნიშნა კოვაჩმა.

"დორტმუნდთან შეხვედრაში გუნდისგან სწორი რეაქციის გამოვლინებას ველოდები. საკუთარი შანსების გამოყენება გვმართებს", დაამატა ჰასან სალიჰამიჯიჩმა. "დარწმუნებული ვარ, რომ წინ ავღმოჩნდებით", დაასრულა სვენ ულრაიხმა.


31-03-2019