სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნმა პირველი ადგილი დაკარგა

პირველივე შეტევაში ფრაიბურგმა ანგარიში გახსნა. თაური დარტყმით ბურთი ჰელერმა შეაგდო. ულრაიჰი უძლური იყო, 1:0...

მეხუთე წუთზე კარგი დარტყმა გორეცკამ განახორციელა. ბურთი კარებს ოდნავ ასცდა.

ოთხ წუთში ფრანცმა სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ არაზუსტად.

მე-12 წუთზე კარგი შანსი მიულერმა ლევანდოვსკისთვის შექმნა, მაგრამ პოლონელი ბურთს ვერ მიწვდა.

მე-18 წუთზე ბაიერნი გადარჩა. მცველებმა ბურთი კარების ხაზიდან მოიშორეს.

ორ წუთში ნახევარმომენტი მიულერს ჰქონდა. ბურთი კარებს ასცდა.

და როგორც იქნა, შეტევების კასკადის შემდეგ, ლევანდოვსკიმ ლამაზ ნახტომში ბურთი შეაგდო, 1:1!

27-ე წუთზე ჰუმელსის თაური დარტყმა კარებს ასცდა.

31-ე წუთზე კუთხურის შემდეგ გორეცკამ დაარტყა, მაგრამ ისევ არაზუსტად.

ხუთ წუთში სახიფათოდ ჰაბერერმა დაარტყა, მაგრამ ააცილა.

38-ე წუთზე ფრაიბურგს კონტრშეტევა გამოუვიდა, მაგრამ ულრაიხმა ბურთი მოიგერია.

შესვენებაზე მეტოქეები საყაიმო ანგარიშით გავიდნენ, 1:1.

მეორე ტაიმი გუნდებმა აქტიურად დაიწყეს, მაგრამ ანგარიში არ შეცვლილა.

დაცვაში ბაიერნი ძალიან ქაოტურად გამოიყურებოდა.

60-ე წუთზე გრიფომ დაარტყა, საბედნიეროდ ააცილა.

66-ე წუთზე შვოლოვმა ფრაიბურგი ორჯერ გადაარჩინა.

71-ე წუთზე გნაბრიმ მშვენიერი რეიდი განახორციელა, მაგრამ მის დარტყმას შვოლოვი დაეუფლა.

75-ე წუთზე გორეცკამ გაისროლა... არაზუსტად.

77-ე წუთზე ლევანდოვსკის გზაზე ისევ შვოლოვი დადგა. პოლონელს კარგი მომენტი ჰქონდა.

85-ე წუთზე დასარტყმელ პოზიციაზე რაფინია გავიდა, მაგრამ კარებს ააცილა.

მატჩის მიწურულს ლევანდოვსკიმ ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა.

ბოლო წამებზე ფრაიბურგს ბედმა გაუღიმა. ბურთი ძელს მოხვდა. დამატებაზე ლევანდოვსკიმ კარებს გადააცილა.

სეზონში მეორედ გუნდებმა ფრე ანგარიშით 1:1 ითამაშეს.


30-03-2019