სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

წარმატებული სერიის გაგრძელება და პირველი ადგილის შენარჩუნება

სანაკრებო პაუზა წარსულს ჩაბარდა. საღამოს ბუნდესლიგა დაგვიბრუნდება. 27-ე ტურის ფარგლებში ბაიერნი სტუმრად ფრაიბურგთან ითამაშებს. გამარჯვების შემთხვევაში ნიკო კოვაჩის შეგირდები წარმატებულ სერიას განაგრძობენ და პირველ ადგილს შეინარჩუნებენ.

"მომდევნო მატჩის ფრაიბურგის წინააღმდეგ მოგება გვსურს. შესაბამისად წარმატებული სერიის გაგრძელება გვინდა", თქვა კაპიტანმა მანუელ ნოიერმა. "ვთვლი, რომ ჩემპიონატის უკანასკნელ მატჩებში დადებითი მუხტი მივიღეთ და ფრაიბურგში საკუთარ ძალებში რწმენით ჩავედით", განაცხადა პირველმა ნომერმა. უკანასკნელი 14 შეხვედრიდან რეკორდმაისტერმა 13 მოიგო. ფრაიბურგში ბაიერნი საუკეთესო გასვლითი გუნდის სტატუსში ჩავიდა. შედეგიანობა ასევე შთამბეჭდავია. ბოლო 3 მატჩში ბურთების შეფარდება 17:1 შეადგენს.

"ბუნდესლიგაში კარგი მონაკვეთი გვაქვს. უკანასკნელი კვირების განმავლობაში კარგი ტემპი ავიღეთ", აღნიშნა თომას მიულერმა. 13 ნომერმა ასევე დაამატა, რომ ფრაიბურგის შეუფასებლობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს, რადგანაც პირველი წრის შეხვედრა ანგარიშით 1:1 დასრულდა. "ფრაიბურგში მარტივი შეხვედრა არ იქნება. ჩვენთვის ცნობილია, რაც გველოდება. მაგრამ გამარჯვების მოპოვება აუცილებელია", აღნიშნა მიულერმა.

კოვაჩი მიულერის აზრს ასევე ეთანხმება: "რთული მეტოქეა, საკუთარ კედლებში განსაკუთრებით კარგად გამოდიან. ბევრ გუნდს მანდ თამაში გაუჭირდა. ფრაიბურგი ძალიან აგრესიულად თამაშობს. ბევრს დარბიან და ბოლომდე იბრძვიან. სრული ძალების კონცენტრაცია გვმართებს. საინტერესო თამაში იქნება. გამარჯვების მოპოვება გვსურს, რადგანაც დორტმუნდთან თამაშისთვის პირველ ადგილზე ყოფნა აუცილებელია", აღნიშნა კოვაჩმა.

2-კვირიანმა შესვენებამ კოვაჩს და მის გუნდს სარგებელი მოუტანა. "მრავალფეროვნად ვივარჯიშეთ. 10 დღის განმავლობაში ბევრი ვიშრომეთ. ფეხბურთელებმა დაისვენეს და ბუნდესლიგაში ბრძოლის გასაგრძელებლად წყურვილს გრძნობენ". კოვაჩს რობენის, ტოლისოს და დეივისის გარდა ყველა დანარჩენ ფეხბურთელზე დაყრდნობა შეუძლია.


30-03-2019