სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ინტერვიუ ული ჰიონესთან

ბატონო ჰიონესს, 1979 წლის 1 მაისს, შრომის დღეს, თქვენ ბაიერნის მენეჯერის თანამდებობა დაიკავეთ. პირველ დღეს ბევრი სამუშაო არ გქონდათ. ტელეფონზე ორ საათიანი საუბრის შემდეგ სახლში წახვედით.
"ბაიერნში მაშინ 20 ადამიანი მუშაობდა. ფინანსური ბრუნვა 20 მლნ. მარკას შეადგენდა. მარკეტინგი თითქმის არ არსებობდა. რაც შეეხება მერჩენდაიზინგს, ფოსტაზე რამდენიმე საფოსტო მარკის და დროშის ყიდვა შეიძლებოდა. შარფის შეძენაც შეიძლებოდა, მაგრამ ეს მაქსიმუმი იყო. მაშინ მუშაობას მხოლოდ ვიწყებდით. ცოტა ხანში ქუვეითში ამხანაგური მატჩების მოსაწყობად ჩავფრინდი. სამწუხაროდ, მაშინ ამის გაკეთება ვერ შევძელით. დღეს გადაფრენები ჩვეულებრივი მოვლენაა, მაშინ ამის გაკეთება ძალიან უჩვეულო ფაქტი იყო".

მართალია ის, რომ ბაიერნში თანამდებობა, რუდი ასაუერის უარის შემდეგ მიიღეთ?
"მაშინ ჩემი თანხმობის შემდეგ ბევრი რამ მოხდა. ძალიან მშფოთვარე დრო იყო. თანამდებობაზე ვილჰელმ ნოიდეკერმა დამნიშნა, რომელიც ჩემთან კონტაქტზე იანვარში გავიდა. მაშინ ჯერ კიდევ ნიურნბერგში ვთამაშობდი, მაგრამ ექიმებმა მუხლის გამო კარიერის დასრულება მირჩიეს. რამდენიმე დღე შემოთავაზებაზე ვიფიქრე და შემდეგ მენეჯერის კარიერის დაწყებაზე თანხმობა განვაცხადე. ბაიერნი ამისთვის საუკეთესო ადგილი იყო. 1 მაისს, როდესაც მუშაობა დავიწყე, კლუბის პრეზიდენტი უკვე ვილი ჰოფმანი იყო. თავისი წინამორბედის დაპირება შეასრულა. ჩემთვის ცნობილი იყო, რომ ნოიდეკერი ასაუერთან მეგობრობდა. არ გამოვრიცხავ, რომ ერთმანეთში ბაიერნში მუშაობაზე ხშირად საუბრობდნენ. რუდი ნამდვილი პროფესიონალი იყო. მისი გადაბირება ცუდი იდეა არ იქნებოდა. შეიძლება მას ბრემენიდან წასვლა არ სურდა".

პირველივე სეზონში აგრესიული სატრანსფერო პოლიტიკის გამო კრიტიკის ცეცხლ ქვეშ აღმოჩნდით. თქვენ ყაჩაღად მოგნათლეს. რა გავლენა მოახდინა თქვენზე?
"პრესისგან ფინანსებს არ ვღებულობდი. საზოგადოების ფავორიტის როლის შესრულება არ მსურდა. ბაიერნის მწერვალზე მისაყვანად იდაყვებით ბრძოლა მიწევდა. ამისთვის 100%-ით ვიხარჯებოდი. ახალი გზები მოვიძიე და ეს ბევრს არ მოეწონა. ყოველთვის კორექტული ვიყავი, მაგრამ საფეხბურთო კანონების ზღვარზე ვმოქმედებდი. იცით რომელი ბიზნესი მომწონს? ის, რომელშიც ყველა გამარჯვებული რჩება. მოლაპარაკებების მაგიდის დატოვება გრძნობით, რომ მეორე მხარე წაგებული დარჩა, არ მომწონს. გამარჯვებულის სტატუსი არ მხიბლავს. მსურს ბაიერნის საკეთილდღეოთ ოპტიმალურად მუშაობა".

თქვენ ამბობთ: "საკუთარი გზიდან სანტიმეტრითაც არ ჩამოვშორდები. თუ არ გამომივა, სხვა საქმით დავკავდები". პედაგოგზე სწავლების დროს თქვენ ინგლისურ ფილოლოგიას და ისტორიას სწავლობდით. ული ჰიონესი - პედაგოგი. თქვენ ამას წარმოიდგენდით?
"დიახ. ჩემ გაქვეთილებზე მოსწავლეებს ხალისიანი დრო ექნებოდათ. დამწყებ სტადიაზე გუნდი დღეში ერთხელ სადილის შემდეგ ვარჯიშობდა. შესაბამისად დილის 8-9 საათიდან უნივერსიტეტში ყოფნა შემეძლო. როგორ წესი, სასწავლებელში კვირაში სამჯერ დავდიოდი. მაგრამ ნაკრებში გამოძახების შემდეგ სწავლა შევწყვიტე. დატვირთვების გამო სწავლას ვერ ვახერხებდი".

მენეჯერის თანამდებობაზე პირველივე წელს ბაიერნი გერმანიის ჩემპიონი გახდა. რა მოგონებები დაგრჩათ სადებიუტო სეზონისგან?
"დასაწყიში დაძაბულობა გადავიტანე. ძალიან კარგად მახსოვს, რომ შაბათს შეხვედრების შემდეგ ძალიან დაცლილი ვიყავი. სამწვრთნელო სკამზე ყოფნა ძალების დახარჯვას იწვევდა. ხანდახან გულიც მიმდიოდა. დროის განმავლობაში ეს გრძნობა გადავლახე. დღესაც ბევრს ვნერვიულობ, მაგრამ სხვა ინტენსიურობით".

მაშინ მენეჯერის ხილვა სამწვრთნელო სკამზე უჩვეულო ამბავი იყო.
"ეს საჭირო იყო. გუნდში სიტუაციის გაგება მხოლოდ სკამზე ყოფნის დროს შეიძლებოდა. მატჩის წინ, შესვენების დროს, ყოველთვის. ყოველ პარასკევს შეკრებაზე გავემგზავრებოდით, მე გუნდთან ერთად ვიყავი. ყველა ამხანაგურ მატჩს ვესწრებოდი. ფეხბურთელებისგან შეგიძლია ბევრი მოსთხოვო, მაგრამ თვითონაც სამაგალითო უნდა იყო. ერთხელ ამხანაგური მატჩი ტოკიოში გავმართეთ და სანაცვლოდ მილიონი მარკა მივიღეთ. მოგზაურობა 48 საათი გაგრძელდა. შემეძლო გუნდთან აეროპორტში დამშვიდობება და შემდეგ უბრალოდ ისევ აეროპორტში დახვედრა, მაგრამ ამის შემდეგ შეიძლება რევოლუცია მიმეღო. მაგრამ თუ თვითმფრინავში პირველი შედიხარ და ბოლო გამოდიხარ, მაშინ ესეთი ტურების ორგანიზების უფლება გექნება. დარწმუნებული ვარ, რომ ფეხბურთელებისგან შემიძლია მოვთხოვო ის, რასაც თვითონ ვასრულებ".

რას ურჩევდით იმ დროინდელ ული ჰიონესს?
"გადასახადების ისტორიამდე არც ისე ბევრი სერიოზული შეცდომა მქონდა. ჩემი სამსახური ყოველთვის მიყვარდა, მთელ გულს ვდებდი. "კეთების დროს სწავლა" არც ისე ცუდ გამოცდილებას წარმოადგენს. სახელმძღვანელოსგან ყველაფერს ვერ ისწავლი. გადაწყვეტილების მიღება ინტუიცის მიხედვით გმართებს. შეცდომების აღიარებისთვის მზად უნდა იყო. რა თქმა უნდა, შეცდომები მქონდა. მაგრამ ვთვლი, რომ ერთ და იგივე შეცდომას არ ვიმეორებდი. ეს ფეხბურთელებთან დამოკიდებულებასაც ეხება. შეცდომის დაშვების უფლება ყველას აქვს, მაგრამ იგივე შეცდომის გამეორება არ შეიძლება. განსაკუთრებით შეგნებულად".

შეძლებდა თანამშრომლობას პრეზიდენტი ჰიონესი მენეჯერ ჰიონესთან?
"ახალგაზრდა მენეჯერს მუშაობის შესაძლებლობას აუცილებლად მივცემდი. ამბობენ, რომ ჰიონესს ყველაფრის გაკონტროლება სურს. მაგრამ კლასიკური მაგალითი ვარ იმ ადამიანის, რომელიც შანსს ახალგაზრდა თაობას აძლევს. როდესაც ძეხვეულის ქარხანა ვაჟს გადავეცი დღეში ერთმანეთს ტელეფონით 20 ჯერ ვუკავშირდებოდით. დღეს ყველაფერს თვითონ ასრულებს. ბევრი კომპანია ზიანდება იმის გამო, რომ ძველი კადრები ახალგაზრდებს არ ენდობიან და თვლიან, რომ მათთვის ყველაფერი ცნობილია. მე ესეთი არ ვარ. მხოლოდ იმ დროს ჩავერთვები, როდესაც ვხედავ, რომ გზა აგვებნა. 2-3 წელიწადში ჰასან სალიჰამიჯიჩი იტყვის: "ული ჰიონესმა ყველაფერი მშვენივრად დაარეგულირა".

რას ნიშნავს თქვენთვის გამოთქმა "ცხოვრების საქმე"? როგორი წარმოდგენა უნდა ჰქონდეთ ადამიანებს თქვენი ბაიერნში მოღვაწეობის მიხედვით?
"ჩემთვის ეს ძალიან ძლიერი გამოთქმაა. მე არ მსურს, რომ ძეგლი დამიდგან. მსურს, რომ ბაიერნმა ადამიანებს ბედნიერების ჩუქება შეძლოს. ამით კმაყოფილი ვიქნებოდი. ადრე მითქვია: "დასასრული ჯერ არ არის!", მაგრამ ის დღე შორს არ არის როდესაც ვიტყვი: "ეს დასასრულია".

P.S.

"იოაჰიმ ლიოვის გადაწყვეტილებას მიულერის, ჰუმელსის და ბოატენგის შესახებ უკომენტაროდ დავტოვე. ჩემი აზრი, რომ გამომეთქვა - ინტერნეტი აფეთქდებოდა. თავის არიდება ვირჩიე და ასევე იოგი ლიოვისთვისაც პრობლემების შექმნა არ მსურდა".


29-03-2019