სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ნაკრების ფეხბურთელები ვარჯიშს დაუბრუნდნენ

ფრაიბურგთან მატჩისთვის მზადდება, რომელიც შაბათს საღამოს გაიმართება, აქტიურ ფაზაში შედის. ოთხშაბათს ვარჯიშს გერმანიის ნაკრების ფეხბურთელები და რობერტ ლევანდოვსკი დაუბრუნდნენ, რომლებმაც წინა დღეს დასვენებისთვის პაუზა მიიღეს. გუნდს მხოლოდ ხამესი აკლდა, რომელიც მიუნხენში კოლუმბიის ნაკრების ბანაკიდან ჯერ არ დაბრუნებულა.

"ნაკრებებიდან მოთამაშეები დაბრუნდნენ და პრაქტიკულად სრულ შემადგენლობაში პირველი ვარჯიში ჩავატარეთ. კონცენტრაციის გადატანა ბუნდესლიგაზე და გერმანიის თასზე გვმართებს", განაცხადა ნოიერმა, რომელსაც ოთხშაბათს 33 წელი შეუსრულდა. ვარჯიშის დაწყების წინ თანაგუნდელები მას ხმაურიანი ოვაციებით შეხვდნენ.

გუნდის მიღმა ისევ არიენ რობენი, დავიდა ალაბა და ალფონსო დეივისი რჩებიან. სამივე ფეხბურთელმა სავარჯიშო ცენტრში ინდივიდუალური პროგრამით იმუშავა. ფრაიბურგთან მატჩამდე, ორი დარჩენილი დღის განმავლობაში, ფეხბურთელები კონცენტრირებულ მზადდებას გაივლიან, იმისთვის, რომ სამი ქულა აიღონ და სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი შეინარჩუნონ.


27-03-2019