სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ლუკა ერნანდეზი ბაიერნელი გახდა

ბაიერნის ხელმძღვანელობამ ლუკა ერნანდეზთან 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა! ფრანგი მცველი რეკორდმაისტერის ღირსებას 2024 წლამდე დაიცავს. ბაიერნს 23 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი 80 მლნ. ევრო დაუჯდება.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მცველი და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი შევიძინეთ. ლუკას თამაში მარცხენა ფლანგზე და დაცვის ცენტრშიც შეუძლია. იმედი მაქვს, რომ უძლიერესი ფრანგი ფეხბურთელების ტრადიციას გააგრძელებს და გუნდს გააძლიერებს", განაცხადა სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა.

"დღეს ჩემს საფეხბურთო კარიერაში ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ბაიერნი ევროპის და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ამ გადასვლით ამაყი ვარ. მომავალში გუნდთან ერთად უამრავ ტიტულისთვის ვიბრძოლებ. მადრიდის ატლეტიკოს დიდ მადლობას ვუხდი. მანდ მშვენიერი 12 წელი გავატარე. ახლა მოხარული ვარ იმით, რომ მომდევნო ნაბიჯს ბაიერნში გადავდგამ", აღნიშნა ლუკა ერნანდეზმა.


27-03-2019