სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ივლისში ბაიერნი არსენალს, რეალს და მილანს შეხვდება

ივლისში Audi Summer Tour-ის ფარგლებში ბაიერნი აშშ-ს ესტუმრება. რეკორდმაისტერი 3 ამხანაგურ შეხვედრას უმაღლესი დონის მეტოქეებთან გამართავს: 17 ივლისს ლოს ანჯელესში ბაიერნი არსენალს დაუპირისპირდება, 20 ივლისს ჰიუსტონში რეალს შეხვდება და 23 ივლისს კანზასში მილანთან ითამაშებს.

"Audi Summer Tour-ის ტურნე საერთაშორისო სტრატეგიის მნიშნელოვანი ელემენტია. მსოფლიოში ჩვენი ბრენდის პოპულარიზაციას ვცდილობთ", განაცხადა იორგ ვაკერმა, რომელიც ინტერნაციონალიზაციის და სტრატეგიის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს.

აშშ-ში ბაიერნს 32 მლნ. გულშემატკივარი ჰყავს. ფანკლუბების რაოდენობა 147-ს მიაღწია.

Audi Summer Tour-ი სტარტს 15 ივლისს აიღებს და 23 ივლისს დასრულდება. 24 ივლისს ბაიერნი მიუნხენში დაბრუნდება.


27-03-2019