სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნი ფრაიბურგისთვის მზადდებას შეუდგა

სამშაბათს ბაიერნი, 3 დასვენების დღის შემდეგ, მზადდებას ფრაიბურგთან მატჩისთვის დაიწყო, რომელიც შაბათს გაიმართება. დილით ნიკო კოვაჩმა ვარჯიში 2 მეკარესთან და 14 მინდვრის მოთამაშესთან გამართა, რომლებს შორის ახალგაზრდა გუნდის 4 ფეხბურთელი იყო.

კოკო ტოლისო ყოველდღიურად დატვირთვებს ზრდის. ფრანგმა ვარჯიშის დიდი ნაწილი გუნდის საერთო ჯგუფთან გამართა. იგივე ეხება მის თანამემამულეს კინგზლი კომანს, რომელსაც ზურგთან დაკავშირებული პრობლემების გამო საფრანგეთის ნაკრების შეხვედრების გამოტოვება მოუწია. საერთო ჯგუფში ერთ საათიანი ვარჯიშის შემდეგ ორივე ფეხბურთელმა მუშაობა ინდივიდუალური პროგრამით განაგრძეს.

კაპიტანმა მანუელ ნოიერმა და გერმანიის ნაკრების სხვა მოთამაშეებმა დასვენებისთვის პაუზა მიიღეს. იგივე შეეხო რობერტ ლევანდოვსკისაც, რომელმაც პოლონეთის ნაკრების რიგებში გამოდიოდა. ხამესი ისევ ნაკრების ბანაკში იმყოფება. ამხანაგურ შეხვედრაში სამხ. კორეის წინააღმდეგ კოლუმბია ანგარიშით 1:2 დამარცხდა. მინდორზე ხამესი მეორე ტაიმის დასაწყისში გამოვიდა.

სავარჯიშო მოედანზე დავიდ ალაბაც არ იმყოფებოდა, რომელსაც ავსტრიის ნაკრებში ყოფნის დროს კუნთებთან დაკავშირებულმა პრობლემებმა შეაწუხეს. სადილის შემდეგ მარცხენა მცველმა სავარჯიშო ცენტრში ინდივიდუალური პროგრამით იმუშავა.


26-03-2019