სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ინტერვიუ იოაჰიმ ლიოვთან

ბატონო ლიოვ, რამდენად კმაყოფილები ხართ შესარჩევი ციკლის სტარტით?
"პირველ რიგში ნაკრების ფეხბურთელებს მადლობას ვუხდი იმისთვის. რომ ჰოლანდიაში 3 ქულის აღება შევძელით. ამის გაკეთება ჯგუფის ყველაზე რთულ მეტოქესთან მოვახერხეთ. ვთვლი, რომ პირველი ტაიმი საფეხბურთო თვალსაზრისით უბრალოდ ჩინებული იყო".

რა მოუვიდა ნაკრებს მეორე ტაიმში? საუკეთესო თამაში ვერ აჩვენეს.
"ჰოლანდიელების სწრაფმა გოლმა პრობლემები შეგვიქმნა. ესეთ სიტუაციაში ლამაზი კომბინაციების გათამაშების საშუალება უკვე არ გვქონდა. გუნდმა იბრძოლა, ფიზიკური მზადყოფნა გამოავლინა, ბოლომდე დაიხარჯა. გრძნობა მრჩებოდა, რომ ესეთი შესანიშნავი შეტევით, აქტიური თამაშით წარმატებულ შედეგს მაინც მივაღწევდით. გამარჯვების მოპოვების რწმენას არ ვკარგავდით".

ახლა, თქვენს მიმართ უამრავი კრიტიკის შემდეგ, თუ გრძნობთ მორალურ კმაყოფილებას?
"ნაკრების სათავეში დიდი ხანია ვმოღვაწეობ. ყურადღებას მხოლოდ სამართლიან კრიტიკას ვაქცევ. დიახ, უკანასკნელი წლის განმავლობაში ბევრი წარუმატებლობა გადავიტანეთ. მაგრამ ახლა ნაკრები პროგრესირებს, პოზიტიურად ვარ განწყობილი".

მაგრამ ხომ გრძნობთ შემსუბუქებას?
"რასაკვირველია მატჩით კმაყოფილი დავრჩი. ბედიც გვწყალობდა, რაც ბოლო დროის განმავლობაში იშვიათი მოვლენა იყო. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი ახალი მანქანისთვის ტესტ-დრაივი იყო".

რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს გამარჯვება ნაკრების განვითარებისთვის?
"ჰოლანდიაზე გამარჯვება, მათ მინდორზე, შესარჩევი ციკლის პირველ შეხვედრაში - რა თქმა უნდა, ახალი ფორმაციის ნაკრების მიმართ რწმენას გააძლიერებს. შეხვედრის განმავლობაში ჩავარდნები და აფეთქებები ეს ყველაფერი მნიშვნელოვან გამოცდილებას წარმოადგენს. ეს გამარჯვება მომდევნო კვირებში და თვეებში სარგებელს მოგვიტანს. მაგრამ ასევე ვიცი, რომ უამრავი შრომა მოგვიწევს".

რატომ ვერ გამოვიდა სასტარტო შემადგენლობაში მარკო როისი?
"მარკოს ბარძაყის კუნთები აწუხებდა. დასკვნითი ვარჯიშის დასრულება ვერ შეძლო. მოვილაპარაკეთ, რომ რისკზე წასვლის შემთხვევაში მას მინდორზე გამოვიყვანდი, მაგრამ არა სრულ მატჩზე".

რა გეგმა ჰქონდათ სამი ფორვარდის გამოყენებით - ლეროი ზანე, სერჟ გნაბრი და ლეონ გორეცკა?
"შეტევის წამოწყება დამწყებ სტადიაზე გვსურდა. ასევე შეტევის ხაზში 3 ფეხბურთელის გამოყენება მრავალფეროვნებას მმატებდა. სერჟმა და ლეროიმა მშვენიერი შეხვედრა ჩაატარეს. სერჟი ვირჯილ ვან დეიქს სტაბილურად ატყუებდა. ბურთს ინარჩუნებდა, სახიფათო იყო - იგივეს ლეროიც აკეთებდა. ლეონს კი დაცვითი ფუნქციების შესრულებაც უწევდა".

დაამტკიცა მანუელ ნოიერმა პირველი ნომრის სტატუსი?
"რამდენიმე სიტუაციაში ნოიერმა მშვენივრად ითამაშა. ნოიერი საკუთარ ძალებში დარწმუნებული იყო. უმაღლესი დონის მატჩი ჩაატარა".



25-03-2019