სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

გერმანიამ ჰოლანდიასთან 3 ქულა მოიპოვა

მეორე წუთზე გნაბრის ჰქონდა კარგი მომენტი, მაგრამ ცილესენმა დარტყმა მოიგერია.

პირველ წუთებზე ბურთს მხოლოდ მანშაფტი ფლობდა.

მეათე წუთისთვის ჰოლანდიას გაახსენდა, რომ შეხვედრის მასპინძლები არიან.

5 წუთში შულცმა ფლანგზე კარგი აჩქარება აიღო, ბურთი საჯარიმოს ცენტრში გადააგზავნა, სადაც ზანემ თავისი შანსი გამოიყენა, 0:1!

25-ე წუთზე მანშაფტი ნოიერმა გადაარჩინა.

თითქმის ეგრევე კაპიტანმა გერმანიის ნაკრები ისევ გადაარჩინა!

35-ე წუთზე სასწაული ბურთი გნაბრიმ შეაგდო! ბაიერნის ნახევარმცველმა ბურთი ცილესენისგან შორეულ ცხრიანში გადააგზავნა, 0:2!

4 წუთში ანგარიშის გაზრდა კერერს შეეძლო, მაგრამ მცველის თაურის დარტყმა მეკარემ აიღო.

40-ე წუთზე კარგი მომენტი ზანესას ჰქონდა, მაგრამ ისევ ცილესენმა იმარჯვა.

შესვენებაზე ნაკრებები ანგარიშით 0:2-ზე გავიდნენ.

მეორე ტაიმი ჰოლანდიამ გოლით დაიწყო, 1:2...

63-ე წუთზე დეპაიმ ანგარიში გაათანაბრა.

მომდევნო წუთებში თანაბარი თამაში მოედნის ცენტრში მიმდინარეობდა.

82-ე წუთზე კროოსმა საჯარიმო დარტყმიდან კარებს ააცილა.

ორ წუთში გნაბრიმ მორიგი გარღვევა განახორციელა, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი ცილესენმა აიღო.

როისი მინდორზე გამოვიდა და თითქმის პირველი შეხებით საგოლე გადაცემა მიითვალა. ბურთი შულცმა შეაგდო, 2:3!

გერმანიამ გასვლაზე ჯგუფის ფავორიტთან 3 ქულა მოიპოვა!


25-03-2019