სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

გერმანიის ნაკრებმა ჰოლანდიის წინააღმდეგ 42 შეხვედრა გამართა. აქედან მანშაფტმა 15 მატჩი მოიგო, 16 საყაიმო შედეგით დასრულდა, 11-ში გამარჯვება მეტოქემ მოიპოვა. გერმანიას არც ერთ სხვა ნაკრებთან ამდენი ფრე არ უთამაშია. უკანასკნელი 7 დუელიდან 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონმა მხოლოდ ერთი წააგო.

გასვლაზე გერმანიამ ჰოლანდიის წინააღმდეგ შეხვედრებში უკანასკნელად გამარჯვება თითქმის 23 წლის წინ მოიპოვა. 1996 წლის 24 აპრილს ერთადერთი ბურთი პენალტიდან იურგენ კლინსმანმა შეაგდო. იმ მატჩის შემდეგ ჰოლანდიაში მანშაფტმა 4 მატჩი გამართა, რომელშიც 2 ფრე მოიპოვა და ორჯერ დამარცხდა.

გერმანიის ნაკრებმა ამსტერდამში ჩატარებული სამი შეხვედრიდან ვერც ერთი ვერ მოიგო.

საღამოს ჰოლანდიელები საიუბილეო 800-ე მატჩს გამართავენ: 402 გამარჯვება, 176 ფრე, 221 წაგება.


24-03-2019