სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

მცირე ჯგუფი მაქსიმუმზე იხარჯება

სანაკრებო პაუზის გამო ბოლო დღეების განმავლობაში ზებენერ შტრასეზე მხოლოდ მცირე ჯგუფი ვარჯიშობდა. მიუხედავად ამისა, ვარჯიშების ინტენსიურობა ჩვეულებრივ დონეს ინარჩუნებდა. "ძალიან კარგად ვიმუშავეთ. სხვა ფეხბურთელების არყოფნაში ვარჯიშების უმაღლეს დონეზე შენარჩუნება მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს", თქვა სვენ ულრაიჰმა.

მიუხედავად დიდი დატვირთვებისა, ფეხბურთელებს გართობის დროც ჰქონდათ. ღია ვარჯიშზე მაყურებლები სვენ ულრაიჰის ოსტატობის მოწმეები გახდნენ, რომელსაც თამაში მინდვრის ფეხბურთელად მოუწია. "კარგად გამომივიდა. საჭიროების შემთხვევაში მწვრთნელს სხვა პოზიციაზე ჩემი გამოყენება შეუძლია", ღიმილით განაცხადა მეკარემ.

პარასკევს ფეხბურთელების განწყობა უფრო გაუმჯობესდა. პირველ რიგში ვარჯიში პეტერ ჰერმანის დაბადების დღის ფონზე ჩაიარა და მეორე რიგში ნიკო კოვაჩმა გუნდს დასვენების საშუალება სამშაბათამდე მისცა. "რასაკვირველია, დასვენების დღეებით მოხარულები ვართ. ეს იშვიათობაა. ფეხბურთისგან ოჯახებზე გადართვას შევძლებთ, რომლებთანაც თავისუფალ დროს გავატარებთ", დაამატა ულრაიჰმა.

ამ დასვენების დღეებს მნიშვნელოვანი როლი მიენიჭება, რადგანაც შემდგომში გუნდს სეზონის დასკვნითი ნაწილი დაეწყება. მაისის ბოლოს ტიტულები გათამაშდება. ბაიერნი ვერცხლის სინისთვის და გერმანიის თასისთვის ბრძოლას განაგრძობს. სამშაბათს ღია ვარჯიში ისევ ჩატარდება. შემდეგ კი გუნდს ნაკრების ფეხბურთელები დაუბრუნდებიან და ბაიერნი სრულ შემადგენლობაში მუშაობას შეუდგება.


23-03-2019