სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ინტერვიუ იოაჰიმ ლიოვთან

როგორ ფიქრობთ, როგორ ითამაშა სერბეთთან მატჩში ნაკრების ახალგაზრდულმა ნაწილმა?
"ორი აბსოლუტურად სხვადასხვა ტაიმი ვიხილეთ. პირველში ნაკრებს საკმაოდ გაუჭირდა, რადგანაც უკან "ჩაჯდომა" მოუწია. ასევე შევნიშნეთ, რომ ერთიანობა დაგვაკლდა. მეორე ტაიმში ვფიქრობ, რომ თამაშს ვაკონტროლებდით და უამრავი მომენტი შევქმენით. წინ წავიწიეთ, რაც ჩვენთვის კარგის ნიშანია. ამით კმაყოფილი დავრჩი. მატჩის მოგებაც შეიძლებოდა".

თუ იხილეთ მეორე ტაიმში ის, რისიც ხილვაც გსურდათ?
"ალბათ, კი. კარგ ტემპში ვითამაშეთ, ბევრი მომენტი შევქმენით. უფრო დინამიურად და მრისხანედ გამოვიყურებოდით".

როგორ შეაფასებდით ლეროი ზანეზე წესების დარღვევის ეპიზოდს?
"ცხადია, რომ ძალიან ხისტი დარღვევა იყო. ლეროის ფეხის მოტეხვა შეეძლო. საბედნიეროდ მწყობრშია. კრუნჩხვები აწუხებდა, მაგრამ ტრავმა არ მიუღია".

შემადგენლობის რა გეგმები ჰქონდათ?
"ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის შანსის მიცემა მსურდა. მათი შესაძლებლობების ხილვა. როისის, კროოსის ან რუდიგერის შესაძლებლობები ჩემთვის უკვე ცნობილია. ასევე მსურდა მენახა ახალგაზრდების მიერ ამოცანასთან გამკვლავება. როისისთვის და კროოსისთვის დასვენების საშუალების მიცემა მსურდა, რადგანაც ჰოლანდიასთან შეხვედრაში ორივე დაგვჭირდება".

ვიხილავთ ნოიერს სასტარტო შემადგენლობაში?
"დიდი ალბათობით, კი".

რა შთაბეჭდილება დაგიტოვათ ლუკას კლოსტერმანის დებიუტმა?
"საკუთარ ფუნქციებს ძალიან კარგად გაუმკლავდა. იგივეს თქმა მარცელ ჰალსტენბერგზეც შემიძლია. ვთვლი, რომ ლუკასმა მშვენივრად ითამაშა. კარგი ტემპით, დაცვაში საიმედოდ გამოიყურებოდა. ამით მოხარული ვარ, რადგანაც დებიუტანტები ხანდახან სათანადო დონეზე ვერ თამაშობენ".

შევეხოთ მწაფრ თემას, რომელიც მომენტების რეალიზაციას ეხება.
"დიახ, ახალგაზრდა ფეხბურთელებს მომენტების რეალიზაციის სწავლა მმართებთ. უფრო ცივსისხლიანები უნდა იყონ. ამის გაუმჯობესებას ვარჯიშებზე ვეცდებით".

როისმა თავისი გამოსვლის შემდეგ ნაკრების თამაშს ენერგია შემატა. როგორ ფიქრობთ?
"უკანასკნელი წლების განმავლობაში მარკომ უამრავი შეხვედრა გამოტოვა. ნაკრების რიგებშიც იშვიათად ვარჯიშობდა. რასაკვირველია, მისი გამოსვლის შემდეგ ნაკრების თამაშის დონე გაუმჯობესდა. გამოცდილების ხარჯზე დიდ პასუხისმგებლობას იღებს. პატივისცემას იმსახურებს. ნაკრებისთვის ძალიან სასარგებლო ფიგურას წარმოადგენს"


23-03-2019