სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ქალაქ მიუნხენის სპორტული ჯილდო

"მოხარული ვარ, რომ ამ საინტერესო ღონისძიებაში მონაწილეობას ვღებულობ", განაცხადა სვენ ულრაიჰმა. 30 წლის მეკარე ბაიერნს ქალაქ მიუნხენის სპორტული დაჯილდოების ცერემონიაზე წარმოადგენდა. ძველი რატუშის დარბაზში საერთო ჯამში 280-მდე სპორტსმენი იმყოფებოდა, რომლებმაც 2018 წლის განმავლობაში წარმატებული გამოსვლების საფუძველზე სხვა და სხვა ჯილდოები მიიღეს. ბაიერნი გერმანიის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებისთვის დაჯილდოვდა.

"დიდი პატივია ჩვენთვის. ყველა აქ მყოფი სპორტსმენი გამარჯვების მოსაპოვებლად ბევრს და დისციპლინარულად შრომობს", გატაცებით განაცხადა ულრაიჰმა. ჯილდო ასევე ბაიერნის კალათბურთელების გუნდმა მიიღო, რომელმაც ჩემპიონის ტიტული და თასი მოიპოვა.


23-03-2019