სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ლეონ გორეცკას პრესკონფერენცია

ლეონ გორეცკა...

... ჰოლანდიისა და გერმანიის საფეხბურთო დაპირისპირების შესახებ: "რა თქმა უნდა, ჩვენს შორის მატჩების ყოველთვის განსხვავებული იყო. მეზობლებს შორის დაპირისპირებაა. საინტერესო ჯახია, და, შესაბამისად, დამატებითი მოტივაცია გაგვაჩნია. ოჯახთან ერთად ჰოლანდიაში ვისვენებდი და ვიგრძენი ამ დაპირისპირებას რა მნიშვნელობა ენიჭება. ძალიან დაძაბული დუელი იქნება".

... ჰოლანდიის წინააღმდეგ არჩეული ტაქტიკის შესახებ: "ჩვენს შეჩერებას პოზიციურად ეცდებიან. დაცვითი ბასტიონის ბოლო ხაზი ყოველთვის მაღლა განლაგდება, ამ ხაზის შემდეგ თავისუფალი სივრცეა. ამ სივრცეში შესაჭრელად ჩვენი სწრაფი ფეხბურთელების გამოყენება და გამოზომილი დროული გადაცემების შესრულება გვმართებს. საგოლე მომენტებს მხოლოდ მაშინ შევქმნით".

... ნაკრებში ლიდერის ფუნქციების შესახებ: "ლიდერის ფუნქცია ყველას თავისებურად ესმის. ჩემთვის მინდორზე წარმატებული თამაში მნიშვნელოვანია. ეს ფუნდამენტს წარმოადგენს, რომელზეც თამაში ეყრდნობა. მე ამ ფუნდამენტის შექმნას ვცდილობ. წინ გადაადგილება მხოლოდ ამ საფუძველზე ხერხდება. ვთვლი, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში ამის უზრუნველყოფა შემიძლია და ამის შესასრულებლად მზად ვარ".

... საკუთარი უნივერსალიზმის შესახებ: "სერბეთთან მეორე ტაიმში, მე და მარკო როისი პოზიციებს მუდამ ვცვლიდით. როდესაც ფეხბურთელებს რამდენიმე პოზიციაზე თამაში შეუძლიათ ნაკრებისთვის ეს უპირატესობას წარმოადგენს. ამ შემთხვევაში თამაში უფრო დინამიური, მოქნილი ხდება. მეტოქის დაცვის ხაზის გარღვევა უფრო მარტივი ხდება".

... სერბეთთან შეხვედრის დროს ზანეს და გუნდოგანის მიმართ რასისტული გამოხტომების შესახებ: "მე ის ვიდეო ვნახე. შეშფოთებული დავრჩი. ამასთან გამკვლავება სრული ძალების ჩართვით უნდა მოხერხდეს. ესეთი პიროვნებები ფეხბურთისგან იზოლირებულები უნდა იყვნენ".


22-03-2019