სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

მარკო როისის პრესკონფერენცია

მარკო როისი...

... ჰოლანდიის წინააღმდეგ არჩეული ტაქტიკის შესახებ: "ბოლო შეხვედრაში მაღლა განლაგება და პერსონალური დაცვა ვცადეთ. მომდევნო შეხვედრაში მნიშვნელოვანი იქნება ზონებში სწორი გადაადგილება, ბურთთან სწრაფი და უბრალო მოპყრობა, კარებთან გასვლა და მომენტების რეალიზაცია. გელზენკირჰენში, ჰოლანდიის წინააღმდეგ უკანასკნელ მატჩში, კარგი თამაში ვაჩვენეთ, მაგრამ გამარჯვების შენარჩუნება ვერ მოვახერხეთ. კვირას საღამოს, იმედი მაქვს, უფრო მომზადებულები ვიქნებით. იმ შემთხვევაში თუ სწორედ ვითამაშებთ, ვითამაშებთ, როგორც ერთიანი გუნდი, მაშინ სტუმრადაც გამარჯვების შანსები გვექნება. ორმხრივ მძაფრი მატჩი იქნება, კომპაქტურად თამაში გვმართებს. შეხვედრის მოგების წყურვილი უნდა გამოვავლინოთ. როდესაც სრული თავდადებით ვთამაშობთ, მაშინ ნაკრებს ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია. დარწმუნებული ვარ, რომ ამ მატჩის მოგება შეგვიძლია".

... მეტოქის დონეს შესახებ: "ჰოლანდიის ნაკრები ახლა უმაღლეს დონეს მიეკუთვნება. ბევრი კარგი და ახალგაზრდა ფეხბურთელი და გამოცდილი და შემდგარი მოთამაშეებიც ჰყავთ. შესანიშნავ შეხამებას წარმოადგენს".

... ნაკრებში ლიდერის ფუნქციის შესახებ: "კლუბიდან ჩემთვის ცნობილია ის, რაც წარმოადგენს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება. აქედან გამომდინარე, ლიდერის ფუნქციების შესრულება ნაკრებშიც ვცდილობ. მაგრამ ყველაფრისთვის დრო არის საჭირო. გუნდში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელის შევსებაა და ბიჭებს ნაკრებში საკუთარი თავის პოვნა დასჭირდებათ. მსოფლიო ფეხბურთში დაკარგული პოზიციების დაბრუნება ჩვენთვის დასახულ მიზანს წარმოადგენს".

... საკუთარი უნივერსალიზმის შესახებ: "უნივერსალიზმი წყევლა არ არის, უფრო კურთხევაა. როდესაც მწვრთნელისთვის ცნობილია, რომ მას ფეხბურთელის რამდენიმე პოზიციაზე გამოყენება შეუძლია, ეს მშვენიერი ფაქტია. დიდი სიამოვნებით ვითამაშებ ნებისმიერ პოზიციაზე, სადაც მწვრთნელი დამაყენებს".

... გულშემატკივრების განწყობის შესახებ: "გულშემატკივრების განწყობაზე პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენ, ფეხბურთელები. რა თქმა უნდა, მათ მხრიდან მოთმინება ჩვენთვის კარგი იქნებოდა, მაგრამ ნაპერწკალი ნაკრებმა უნდა აანთოს. დარწმუნებული ვარ, რომ ამას მოვახერხებთ და გულშემატკივრებს კარგი განწყობა დაუბრუნდებათ".


22-03-2019