სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

გორეცკამ ნაკრებს ფრე მოუტანა

ოთხშაბათს საღამოს წლის პირველ შეხვედრაში გერმანიის ნაკრებმა სერბეთთან, ლეონ გორეცკას გოლი დახმარებით, ფრე ითამაშა (1:1). ბაიერნის ნახევარმცველი მინდორზე 56-ე წუთზე გამოვიდა და უკვე 69-ზე საჯარიმო ხაზიდან ძლიერი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. სასტარტო შემადგენლობაში გამოვიდნენ ნოიერი, ზულე და კიმიხი. კაპიტანი შესვენებაზე გამოცვალეს. სერჟ გნაბრის გაციების გამო მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.

გერმანიის ნაკრები პირველივე წუთებიდან სწრაფ და შემტევ ფეხბურთს დემონსტრირებდა, მაგრამ მეტოქის პირველი დარტყმის შემდეგ საკუთარ კარებში გოლი მიიღო. მეთორმეტე წუთზე ლუკა იოვიჩმა თაური დარტყმით ანგარიში გახსნა. მანუელ ნოიერს ახლო დისტანციიდან ბურთის მოგერიების შანსი არ ჰქონდა. შემდგომში იოაჰიმ ლიოვის გუნდი შეტევებს განაგრძობდა, მაგრამ შექმნილი უამრავი მომენტების მიუხედავად ანგარიშის გათანაბრება მხოლოდ 69-ე წუთზე შეძლო. კვირას საღამოს შესარჩევი ციკლის პირველ შეხვედრაში ნოიერი, კიმიხი და კომპანია ჰოლანდიას დაუპირისპირდება.


21-03-2019