სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

გერმანიამ სერბეთს ვერ მოუგო

ლიოვის მიერ შედგენილმა ახალგაზრდულმა შემადგენლობამ პირველი წუთები დინამიურად და კარგად დაიწყეს. მაგრამ მეათე წუთზე გერმანიამ გოლი გაუშვა, რომელიც თაური დარტყმით იოვიჩმა შეაგდო. ფრანკფურტის თავდასხმელს კიდევ ერთხელ მომენტი ჰქონდა, მაგრამ ბოლო მომენტში ვარდნაში ბურთი კლოსტერმანმა დაფარა.

ტაიმის მეორე ნახევარში ბურთს ლიოვის შეგირდები ფლობდნენ. კარგი მომენტი ვერნერს ჰქონდა, მაგრამ ტიმომ ის ვერ გამოიყენა.

37-ე წუთზე ბურთი კარებში სასწაულად ვერ მოხვდა. ვერნერმა ახლო დისტანციიდან ბურთი მეკარეს გაარტყა, რომლის შემდეგაც კუთხურზე გადავიდა.

41-ე წუთზე ლიაიჩმა გერმანიის ნაკრებს აპატია. სერბმა 100%-ანი მომენტი ვერ გამოიყენა.

შესვენებაზე გუნდები ანგარიშით 0:1 გავიდნენ.

მეორე ტაიმზე მანშაფტის შემადგენლობაში ტერ სტეგენი და მარკო როისი გამოვიდნენ. ლიოვმა ნოიერი და ჰავერცი გამოცვალა.

მეორე ნახევარში პირველი სახიფათო მომენტი მეტოქემ შექმნა, მაგრამ ისევ გვაპატიეს.

56-ე წუთზე მინდორზე გორეცკა გამოვიდა, ლეონმა იულიან ბრანდტი გამოცვალა.

საშუალო დისტანციიდან როისმა გაისროლა, მაგრამ არაზუსტად.

59-ე წუთზე ისევ როისი, მაგრამ ახლა მეტოქე უკვე მეკარემ გადაარჩინა.

ორი კარგი მომენტი ზანემ და გუნდოგანმა ვერ გამოიყენეს. ილქაის დარტყმა ბოლო მომენტში ხაზიდან მოიგერიეს.

68-ე წუთზე გერმანიამ, როგორც იქნა, ანგარიში გაათანაბრა. როისის გადაცემის შემდეგ ბურთი გორეცკამ შეაგდო, 1:1!

73-ე წუთზე ზანეს დარტყმა დმიტროვიჩმა კუთხურზე მოიგერია.

საშუალო დისტანციიდან ზანემ დაარტყმა, მაგრამ ბურთს ისევ დმიტროვიჩი დახვდა და კუთხურზე მოიგერია.

მატჩის მიწურულს თამაშში ჩართვა ტერ სტეგენსაც მოუწია. ანდრემ რთული დარტყმა მოიგერია.

მატჩი ანგარიშით 1:1 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მინდორზე როისის და გორეცკას გამოსვლის შემდეგ ნაკრები კარგად ათამაშდა.

კვირას საღამოს ამსტერდამში გერმანია ჰოლანდიას დაუპირისპირდება.


21-03-2019