სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ოთხშაბათის ღია ვარჯიში

ოთხშაბათს გუნდმა ღია ვარჯიში ჩაატარა. ბაიერნელების დიდი ნაწილი ნაკრებების ბანაკებში იმყოფება, კოვაჩს საკადრო დეფიციტის შევსება უწევს. დასკვნითი სავარჯიშო ელემენტის დროს კოვაჩი ჩაწოდებებს თვითონ ასრულებდა. რეკორდმაისტერის მწვრთნელმა დაამტკიცა, რომ კარგ სათამაშო კონდიციებში იმყოფება.

კოკო ტოლისომ ისევ ვარჯიშის დიდი ნაწილი საერთო ჯგუფში ჩაატარა. ფეხბურთელებმა მოსულ გულშემატკივრებს ლამაზი ეპიზოდებით გაახარეს: ბოატენგმა ბურთი მეკარეს თავზე გადაუგდო. სანჩესმა ლამაზი დრიბლინგი აჩვენა. ულრაიჰმა სოლო რეიდი განახორციელა. ვარჯიშის დასრულების შემდეგ ბავარიელებმა ავტოგრაფები დაარიგეს და "სელფი" გადაიღეს. ვარჯიში ყველამხრივ ასიანზე ჩატარდა.


20-03-2019