სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

გერმანია - სერბეთი. სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

გერმანია ყოფილ იუგოსლავიის შემადგენლობაში შესულ ნაკრებებს 28 ჯერ შეხვდა. აქედან მანშაფტმა 16 მატჩი მოიგო, 4-ში საყაიმო შედეგი დაფიქსირდა და 8 მეტოქეების სასარგებლოდ დასრულდა. არც ერთ შეხვედრაში ანგარიში 0:0 არ დაფიქსირებულა.

რაც შეეხება უშუალოდ სერბეთის ნაკრებს, მათ გერმანია ორჯერ შეხვდა. 2008 წელს ამხანაგურ შეხვედრაში ლიოვის შეგირდებმა მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხეს. მეორე მატჩი 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ სტადიაზე შედგა. სერბეთმა გერმანია 1:0 დაამარცხა.

ვოლფსბურგში მანშაფტმა მხოლოდ ერთი შეხვედრა ჩაატარა. 2003 წლის 1 ივნისს გერმანიამ ამხანაგურ შეხვედრაში კანადა ანგარიშით 4:1 გაანადგურა. ბურთები რამელოვმა, ბობიჩმა, ფრაიერმა და რაუმ შეაგდეს. ბოლო ორისთვის ეს გოლები ნაკრების მაისურში ერთადერთი დარჩა.


20-03-2019