სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ლუკას კლოსტერმანის წინა სამატჩო კომენტარები

"ნაკრებში ძალიან კარგად მიმიღეს. რა თქმა უნდა, ჩემთვის ბევრი სიახლეა. მაგალითად, ბანაკში სხვა ფეხბურთელებთან ერთად ჩასვლა. U21 ასაკობრივ ნაკრებში დამოუკიდებლად მივემგზავრებოდი".

"ნაკრებში ლიდერის პოზიციას ასაკთან შეხება არ აქვს. ლეროი ზანეს პროგრესს დავხედოთ, ცხადია, რომ ბევრ რამეს უშეცდომოდ ასრულებს. ამ მხრივ ზანე მშვენიერი მაგალითია".

"2016 წლის ოლიმპიადის შემდეგ სერიოზული ტრავმის გამო ბევრი დრო გამიცდა. საკუთარ უმაღლეს დონეს ნელ-ნელა ვუბრუნდებოდი. მსურს ავღნიშნო, რომ აღდგენითი პროცესის დასკვნით სტადიაზე სირთულეები მქონდა".


20-03-2019