სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

იოაჰიმ ლიოვის პრესკონფერენცია

იოაჰიმ ლიოვი...

... სერბეთთან მატჩის შესახებ: "მსურს მინდორზე, რაც შეიძლება სწრაფად, ორი დეტალის ხილვა. პირველ რიგში, ტაქტიკის, რომელიც გამოვიმუშავეთ და ფეხბურთელებთან ერთად ვცადეთ. მეორე რიგში, გვინდა, რომ ახლანდელ შემადგენლობას, ამ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა იგრძნონ, რომ ჩვენ მათ სრულიად ვენდობით, განვითარების საშუალებას და პასუხისმგებლობას ვაძლევთ. ჩვენ მათ მხარდაჭერას მარცხის დროსაც გამოვუცხადებთ. მომდევნო თვეებში ფეხბურთელებს სამწვრთნელო შტაბის ნდობა დასჭირდებათ. შემადგენლობამ უნდა იგრძნოს, რომ იმდენ სათამაშო დროს მიიღებენ, რამდენიც საჭირო იქნება".

... დაცვის ხაზის შესახებ: "ცხადია, რომ დაცვაში დიდი მნიშვნელობა ნიკლასს ზულეს და ანტონიო რუდიგერს მიენიჭება. მათ უმაღლეს დონეზე თამაშის დიდი გამოცდილება გააჩნია".

... ევროს შესარჩევი ციკლის შესახებ: "გაახალგაზრდავების პროცესის გადაწყვეტილების მიღების წინ ვხდებოდი, რომ სარისკო მომენტი არსებობს, მაგრამ სხვა ალტერნატივას ვერ ვხედავდი. ჩემთვის უცნობია, ახალი ნაკრების ასაშენებლად რამდენი დრო დაგვჭირდება, მაგრამ ამ ფეხბურთელებს პოტენციალი გააჩნია და რისკზე წასვლაზე მზად ვარ".

... ჰოლანდიასთან მატჩისთვის მზადდების შესახებ: "ჰოლანდიის წინააღმდეგ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ექნება. ყველა ფეხბურთელმა კვირა დღისთვის მაქსიმალურად უნდა მოემზადოს. სერბეთთან მატჩში რეპეტიციის გამართვას ვგეგმავთ, რადგანაც სათამაშო სტილით და ტაქტიკური განლაგებით მეტოქე ჰოლანდიელებს ჰგავს. ვოლფსბურგში შეხვედრა მნიშვნელოვანია, ასევე როგორც სამწვრთნელო პროცესიც, მაგრამ უპირატესობას კვირის მატჩს ჰოლანდიასთან ვანიჭებთ, რადგანაც მანდ შესარჩევ ციკლში სტარტს ავიღებთ".


20-03-2019