სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ხამესის პირველი ჰეთ-ტრიკი

ფინალური სასტვენის შემდეგ, სანამ პარტნიორები საპატიო წრეს ასრულებდნენ, ხამესმა მატჩის ბურთი სამახსოვროდ დაიტოვა. იმ წუთისთვის ალიანც არენაზე შეხვედრა დასრულდა, რომელშიც მიუნხენელებმა 26-ე ტურის ფარგლებში მაინცი ანგარიშით 6:0 გაანადგურეს. პირველად თავის კარიერაში კოლუმბიელმა ჰეთ-ტრიკი შეასრულა. შესაბამისად გასაკვირი არ იყო, რომ ხამესმა ბურთი შინ წაიღო.

"ჰეთ-ტრიკის შესრულება ჩემთვის სასიამოვნო იყო. ბურთის დატოვება გადავწყვიტე", გააზიარა ემოციები ხამესმა. 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა მაინცი 19 წუთის განმავლობაში (33., 39., 51.) სამჯერ დაამწუხრა. მაგრამ მატჩის გმირს გუნდის წარმატების მიღწევაში საკუთარი წვლილის შეტანის გადამეტება არ სურს: "შეხვედრისგან სასიამოვნო მოგონებები დამრჩება, მაგრამ მთლიანი გუნდის თამაშიც მშვენიერი იყო".

ნიკო კოვაჩმა, პირიქით, ფეხბურთელის მიმართ შექებას არ უკლო: "მან ძალიან კარგი თამაში აჩვენა. საქმე მხოლოდ სამ გატანილ ბურთში არ არის. გადაცემისთვის იხსნებოდა, პასებს არიგებდა, შეტევებს მიმართულებას აძლევდა, მეტოქეს მოძრაობას აიძულებდა. ეს ზუსთად ის არის, რაც გვჭირდება", აღნიშნა 47 წლის სპეციალისტმა.

უკანასკნელი კვირების განმავლობაში ბაიერნის პირველ ადგილზე გასვლაში დიდი წვლილი ასევე ხამესსაც მიუძღვის. მაინცთან მატჩში კოლუმბიელმა საკუთარი შედეგიანი სერია გაახანგრძლივა. მან ბუნდესლიგის ზედიზედ მეოთხე შეხვედრაში გოლი ან შედეგიანი გადაცემა მიითვალა (საერთო ჯამში 4 გოლი და 2 "ასისტი"). "შეტევებში ჩართვისას ძალიან სახიფათო ხდება. მშვენიერ ცაციას ფლობს", აღტაცებულად განაცხადა ნოიერმა. ხამესს ესე გაგრძელება სურს. "ძალიან ბედნიერი ვარ, რომ პირველი ჰეთ-ტრიკი შევასრულე. იმედი მაქვს, რომ უკანასკნელი არ იქნება"!


19-03-2019