სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ოლივერ ბირჰოფის პრესკონფერენცია

ოლივერ ბირჰოფი...

... ნაკრების გაახალგაზრდევის პროცესის შესახებ: "ახალგაზრდა და პერსპექტიული ფეხბურთელებისგან ახალ გუნდს ვქმნით, რომელმაც საკუთარი გზა უნდა მონახოს. იმ მიმართულებით გადაადგილება გვსურს, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ავირჩიეთ. გულშემატკივრებთან ახლოს ვიქნებით, რაც ნაკრებს პოზიტიურ სახეს მისცემს. ახალგაზრდა ფეხბურთელებთან ერთად ეს გამოგვივა. მისი დახმარებით ფეხბურთში ხალისის დაბრუნებას ვეცდებით. ამის მისაღწევად ბევრი შრომა მოგვიწევს. რა თქმა უნდა, ნაკრებში მოთამაშეები, როგორც ყოველთვის, მხოლოდ რამდენიმე დღეს ატარებენ. ჩემი ამოცანა იმაშია, რომ ყველასთან ერთად იმ გზით ვმოძრაობდე, რომელიც იოაჰიმ ლიოვმა აირჩია. მას თანადგომა უნდა გავუწიო და ასევე ახალგაზრდა ფეხბურთელებს ნაკრებში განვითარებაში და პროგრესირებას დახმარება მმართებს".

... მისწრაფებების შესახებ: "შესარჩევი ციკლის კარგად ჩატარება გვსურს. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა მატჩი დადებითად და წარმატებულად უნდა ვითამაშოთ. ჩვენ ახალგაზრდა გუნდი გვყავს. მოთამაშეებს დიდი პოტენციალი გააჩნია. მაგრამ, როგორც ყველა, ახალგაზრდა ფეხბურთელს მათ შეცდომების დაშვება სჩვევიათ. აქედან გამომდინარე, იმედს ვიტოვებ, რომ გულშემატკივრები ამას გაგებით მოეკიდებიან. სხვა ნაკრებებსაც, მაგალითად ჰოლანდიას და საფრანგეთს, ამისთვის რაღაც დრო დასჭირდათ. ჩვენ ზრდის დიდი პოტენციალი გაგვაჩნია. ნაკრების ისტორიაში ახალი თავი იწყება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია შთაგონების, ხალისის და მიზანდასახულობის დანერგვა. მსოფლიო ფეხბურთის მწვერვალზე დაბრუნება გვსურს".

... მომდევნო მატჩებში ფავორიტების შესახებ: "ჰოლანდიასთან შეხვედრაში ფავორიტები ნაკლებად ვიქნებით. სერბეთთან და შესარჩევი ციკლის მეტოქეებთან ფავორიტები ვიქნებით. უამრავი და პერსპექტიული მოთამაშეები გვყავს, რომლით შეგვიძლია ვიამაყოთ. კარგი ფუნდამენტი გვაქვს, რომელზეც ფეხბურთელების განვითარება უნდა შედგეს. ბოლო დროის ჩათვლით ნაკრებში ბევრი მსოფლიო ჩემპიონი გვყავდა. მაგრამ ყველამ ნახა, რომ კონფედერაციის თასზე ახალგაზრდობამ წარმატების მიღწევა შეძლო. ესე გაგრძელება გვსურს".

... ახალწვეულების შესახებ (მაქსიმილიან ეგეშტაინი, ნიკლას შტარკი, ლუკას კლოსტერმანი): "სამივე ახალგაზრდა ნაკრებში პირველად არის გამოძახებული. სამწვრთნელო შტაბისგან ნდობის ნიშანი მიიღეს. ახლა გუნდში ინტეგრაციის გავლა მმართებთ. დისციპლინარულად და კონცენტრირებულად უნდა ივარჯიშონ".


19-03-2019