სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

შესვენებაზე ბაიერნი ლიდერის სტატუსში გავიდა

კვირას საღამოს ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემდეგ ბაიერნმა სწორი რეაქცია გამოავლინა. ნიკო კოვაჩის გუნდმა მაინცი უშანსოდ დატოვა, საკუთარ კედლებში მიუნხენელებმა გამარჯვება ანგარიშით 6:0 მოიპოვეს. აქედან გამომდინარე, მიუნხენელებმა აჩვენეს, რომ ლივერპულთან მარცხის შემდგომ მწუხარებას წარმატებულად გაუმკლავდნენ და ახლა სრული კონცენტრაცია დარჩენილ დასახულ მიზნებზე აქვთ გადატანილი. "ყველამ ერთად ძალიან კარგი რეაქცია გამოვავლინეთ. ზუსტად ამას ველოდი", განაცხადა ფინალური სასტვენის შემდეგ ნიკო კოვაჩმა.

მეცამეტე ადგილზე მყოფ გუნდთან მატჩში კოვაჩის შეგირდებმა პირველი წუთებიდან თამაში მძლავრად დაიწყეს. მათ აჩვენეს, რომ გამარჯვების მოპოვება აუცილებლად სურთ. უკვე მესამე წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ ანგარიში 1:0 გახადა. "მოხარული ვიყავი, რომ თამაშში ესე კარგად ჩავერთეთ. პირველი წუთებიდან ვდომინირებდით", თქვა თომას მიულერმა. აქედან გამომდინარე, სტუმრების მოკლევადიანი წინააღმდეგობა სწრაფად იყო დაძლეული.

შესვენებამდე თავისი ბურთები კინგზლი კომანმა (39.) და ხამესმა (33.) შეაგდეს. მეორე ნახევარში კოლუმბიელმა ჰეთ-ტრიკი გაიფორმა. ამით მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა დაამტკიცა. "მე ანგარიშმა და ასევე გუნდის ნაჩვენებმა ფეხბურთმაც გამახარა", შეაქო შეგირდები კოვაჩმა. მშვენიერი საღამოს აკორდი დეივისის სადებიუტო გოლი გახდა. "მიხარია, რომ ამის გაკეთება შეძლო", თქვა კოვაჩმა.

5:1, 6:0 და 6:0 - ბაიერნის მიერ ბუნდესლიგის უკანასკნელ 3 შეხვედრაში მოპოვებული შედეგებია. დიდი ანგარიშით მოპოვებული გამარჯვებების წყალობით მიუნხენელებმა ბურთების შეფარდება მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს. აქედან გამომდინარე, სატურნირო ცხრილში რეკორდმაისტერმა დორტმუნდს გადაუსწრეს.

"ახლა ბურთების შეფარდების უკეთესი მაჩვენებლით წინ ვიმყოფებით. მაგრამ ეს დიდ დივიდენტებს არ გვაძლევს. რბოლა ძალიან დაძაბული იქნება", აღნიშნა კოვაჩმა. მაგრამ 47 წლის სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი ესეთი შედეგების შემდეგ ლიდერის პოზიციას არ დათმობს. მაინცზე დიდი ანგარიშით მოპოვებული გამარჯვება კიდევ ერთი მტკიცებაა იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნას ბაიერნელების საკუთარ ძალებში დამაჯერებლობლაზე გავლენა არ ჰქონდა. "საკუთარი თამაშის დემონსტრირება შევძელით და აქედან გამომდინარე სწორი რეაქციის გამოვავლინეთ", თვლის ლეონ გორეცკა.

ახლა რამდენიმე რთული კვირის შემდეგ ბაიერნელებს გადართვის საშუალება მიეცემა. სატურნირო ცხრილის როლში "გუნდი სანაკრებო პაუზაზე მშვიდად გავა. იმედი გვექნება, რომ ყველა ტრავმების გარეშე და ჯანმრთელი დაგვიბრუნდება", თქვა კოვაჩმა.

სანამ ბაიერნელების ჯგუფი ნაკრებების ღირსებას დაიცავს, დანარჩენები ზებენერ შტრასეზე ივარჯიშებენ. მომდევნო ორი კვირა იმისთვის იქნება გამოყენებული, რომ "ფინიშისთვის გუნდმა ძალების აკრეფვა შეძლოს", დაასრულა კოვაჩმა.


19-03-2019