სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

მიულერი: თავისუფალ ზონებს მშვენივრად ვიყენებდით

"აუცილებლად გვსურდა კარგი თამაშის დემონსტრირება. ოთშაბათს დაფიქსირებული შედეგის გამო გუნდის წინაშე მაქსიმალური ამოცანა იდგა. საკუთარი მომენტების გამოყენება და დორტმუნდისთვის საპასუხო დარტყმის განხორციელება გვსურდა, რომელმაც შაბათს საღამოს გამარჯვება მოიპოვა. მიხარია, რომ მატჩი მშვენივრად დავიწყეთ. პირველივე წუთებიდან მეტოქეზე ზეწოლა მოვახდინეთ. მრავალფეროვანი ფეხბურთის ჩვენება სიამოვნებას გვანიჭებს. თავისუფალ ზონებს მშვენივრად ვიყენებდით. მნიშვნელოვანია, რომ უკანასკნელ 3 შეხვედრაში ბურთების შეფარდება გავაუმჯობესეთ. ახლა სატურნირო ცხრილში ჩვენი პოზიციები საკმაოდ მყარია, რასაც პირველი წრის სიტუაციაზე ვერ ვიტყოდით", აღნიშნა თომას მიულერმა.


18-03-2019