სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ხამესის ბენეფისი! დეივისის სადებიუტო გოლი!

შეხვედრა ლევანდოვსკის გოლით დაიწყო. მესამე წუთზე ალაბამ ფლანგიდან პოლონელზე გადაცემა შეასრულა, რომლის შემდეგ ანგარიში 1:0 გახდა!

მე-12 წუთზე კომანმა მახვილი კუთხიდან ბურთი ძელს გაარტყა.

სამ წუთში საშუალო დისტანციიდან ხამესმა გაისროლა, მეკარემ ბურთის მოგერიება მოახერხა.

25-ე წუთზე მაინცს პირველი მომენტი ჰქონდა, მაგრამ ბურთი კარებს ასცდა. შემდეგ შეცდომა ნოიერმა დაუშვა, მაგრამ თვითონვე გამოასწორა.

34-ე წუთზე ლამაზი კომბინაციის შემდეგ ხამესმა ანგარიში 2:0-მდე გაზარდა.

39-ე წუთზე მაინცმა შეტევიდან დაბრუნება ვერ მოასწრო, ამის გამო კომანმა მეტოქე დასაჯა, 3:0!

შესვენებაზე გუნდები ანგარიშით 3:0 გავიდნენ.

მეორე ნახევარი ნიკლას ზულეს ლამაზი დარტყმით დაიწყო, მაგრამ ბურთი კარებს ოდნავ ასცდა.

51-ე წუთზე ხამესმა დუბლი მიითვალა. კოლუმბიელმა ბურთი რობენის სტილში შეაგდო, 4:0!

55-ე წუთზე ხამესმა ანგარიში 5:0-მდე გაზარდა! კოლუმბიელმა ჰეთ-ტრიკი შეასრულა!

70-ე წუთზე ბაიერნში სადებიუტო ბურთი დეივისმა გაიტანა, 6:0!

83-ე წუთზე გორეცკამ დაარტყა, მაგრამ ძალიან არა ზუსტად.

ფინალურ სასტვენამდე ანგარიში არ შეცვლილა. ბაიერნმა მაინცი ანგარიშით 6:0 გაანადგურა!


17-03-2019