სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნს შესვენებაზე გასვლა გამარჯვებით სურს

დუბლის მოსაპოვებლად ყველა ძალის დახარჯვა! ესეთი დევიზით ბაიერნი უბრუნდება ბუნდესლიგას ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემდეგ. "ჯერ კიდევ ორი ტიტულის მოგება შეგვიძლია. ჩემპიონატში და თასზე წარმატებულად გამოვდივართ. ორივე ტურნირის მოგება ჩვენთვის დასახული მიზანია. ამისთვის ვშრომობდით და შანსების ხელიდან გაშვების უფლება არ გვაქვს", თქვა ნიკო კოვაჩმა.

საღამოს შეხვედრაში მაინცის წინააღმდეგ გამარჯვების მოპოვების შემთხვევაში ბაიერნი პირველ ადგილს დაუბრუნდება. "გამარჯვების შემთხვევაში შესვენებაზე კარგი განწყობით გავალთ", თქვა მატს ჰუმელსმა სანაკრებო მატჩების წინ. "ორივე ტურნირის მოგების შემთხვევაში სეზონი შეიძლება წარმატებულად ჩავთვალოთ", აღნიშნა ცენტრალურმა მცველმა. "შესვენებაზე გამარჯვებით გასვლა გვსურს", განაცხადა ნიკო კოვაჩმა.

ლივერპულთან გავარდნის შემდეგ გუნდს პარასკევს დასვენებისთვის საშუალება მიეცა. 47 წლის სპეციალისტი იმედოვნებს, რომ მოთამაშეების თავები მარცხისგან განთავისუფლდება და კვირას საღამოს სწორ რეაქციას გამოავლენენ. "მიმდინარე სეზონში გუნდმა აჩვენა, რომ რთულ პერიოდებშიც წარმატებულ გზაზე დაბრუნება შეუძლია".

კაპიტანი მანუელ ნოიერი თვლის, რომ გუნდს ზედიზედ მეშვიდე ჩემპიონის ტიტულის მოპოვების "მშვენიერი შანსი" აქვს. ეს შანსი მიუნხენელებმა ბოლო კვირების განმავლობაში მოიპოვეს, როდესაც დორტმუნდისგან მნიშვნელოვანი ჩამორჩენის აღმოფხვრა შეძლეს. "ისევ სატურნირო ცხრილის ზედა ეშელონებში ვართ, ჩემპიონატის დასრულება პირველ ადგილზე გვმართებს", თქვა ნოიერმა. ამისთვის საღამოს მაინცის დამარცხება არის საჭირო, რომელმაც უკანასკნელი 6 მატჩიდან 5 წააგო. მეტოქემ უკანასკნელი 14 შეხვედრიდან მხოლოდ 1 მოიგო.

ამ სერიის მიუხედავად, კოვაჩმა მაინცი "ძალიან უსიამოვნო მეტოქედ" დაასახელა. "მათთვის ცნობილია, რომ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვვარდით და ჩვენგან ფსიქოლოგიური სისუსტის მოლოდინში იქნებიან", თქვა კოვაჩმა. აქედან გამომდინარე, რეკორმაისტერის მწვრთნელი "დიდი წინაღობის მოლოდინშია. ამ წინაღობის შეჩერება ნებისმიერი ხერხით უნდა ვცადოთ. გამარჯვების მოსაპოვებლად მაქსიმუმზე დახარჯვა გვმართებს, იმისთვის რომ მომდევნო 2 კვირის განმავლობაში მშვიდი მუშაობა შეგვეძლოს", დაასრულა კოვაჩმა.


17-03-2019