სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

ბუნდესლიგის უკანასკნელ 13 შეხვედრაში ბაიერნმა 12 გამარჯვება მოიპოვა - უკეთესი მოგებათა სერია არც ერთ გუნდს არ აქვს. მაინცთან შეხვედრაში მიუნხენელები ამ სერიის განვითარებას ეცდებიან. რეკორდმაისტერს ამ მეტოქის წინააღმდეგ უკანასკნელი 14 მატჩიდან 13 არ წაუგია (11 მოგება და 2 ფრე). მაინცმა გამარჯვების მოპოვება მხოლოდ 2016 წლის მარტში შეძლო (2:1).

გასვლითი შეხვედრების მაჩვენებლით ბაიერნი 30 ქულით პირველ ადგილს იკავებს. ალიანც არენაზე მოგებათა სერია უკვე 6 მატჩს შეიცავს. მიუნხენელები 245 წუთის განმავლობაში ბურთს არ უშვებენ.

ბოლო დროს მაინცს ბაიერნის წინააღმდეგ გამოსვლა უჭირდა. ბუნდესლიგის უკანასკნელ 25 შეხვედრიდან მეტოქე ბაიერნთან 18 წააგო (3 ფრე და 4 მოგება) და 64 ბურთი გაუშვა. არც ერთ სხვა გუნდთან მაინც ამდენი მარცხი და გაშვებული გოლი არ აქვს.

სატურნირო ცხრილის ლიდერებთან შეხვედრებში მაინცს, როგორც წესი, ბედი არ წყალობს. უკანასკნელ 12 მატჩში მხოლოდ ერთი გამარჯვება (10 მარცხი) აქვთ. მაგრამ ეს გამარჯვება გუნდმა 2016 წლის 2 მარტს ბაიერნთან მოიპოვა (2:1).


16-03-2019