სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ლიოვის პრესკონფერენცია

იოაჰიმ ლიოვი:

,.. შემადგენლობის დასახელებამდე სიტუაციის შესახებ: "შემადგენლობის დასახელების გამოყენება საკუთარი აზრის ამა თუ იმ საკითხზე გამოხატვის შესაძლებლობისთვის მსურდა. მარტიდან ჩვენთვის ახალი პერიოდი იწყება - ევრო 2020. წინა წლის შედეგების ფონზე ჩემთვის ცვლილებების შეტანა მნიშვნელოვანი იქნებოდა. ერთა ლიგის დასრულების შემდეგ, სამწვრთნელო შტაბი ნაკრების 2020 წლის თამაშზე და მის ფორმაციაზე დაფიქრდა. აქედან გამომდინარე ჩვენთვის რამდენიმე გადაწყვეტილების მიღება გახდა საჭირო. საფუძველში რამდენიმე კრიტერია ჩავდეთ. ხანგრძლივი პროცესი იყო, რომელიც მხოლოდ გასული ღამედან არ შედგებოდა. ჩვენთვის ნათელი გახდა, რომ ცვლილებები არის საჭირო. თებერვალში თვალი რამდენიმე შეხვედრას ვადევნეთ და გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ შესარჩევი ციკლის დაწყება უფრო ახალგაზრდა გუნდით გვმართებს. ამის გამოცხადდება სწრაფად იყო საჭირო".

... ბოატენგის, ჰუმელსის და მიულერის არ გამოძახების თემის შესახებ: "ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელებს ამის შესახებ პირად საუბარში ვაცნობეთ. ეს ყველაზე მაღლა დგას. ჩვენ პირადი, ღია და კეთილსინდისიერი საუბრის გამართვა გვსურდა. ხანდახან უცნაურია, როდესაც გაბრალებენ იმ საუბრის გამო, რომელშიც მონაწილეობა თვითონ არ მიუღიათ. მოთამაშეების მიმართ პატივისცემის გამოხატვა ჩვეულებრივი და მნიშვნელოვანი ფაქტია. დიდ წარმატებებს მიაღწიეს. ყველა მათი საერთაშორისო შეხვედრა ჩემს თვალებს წინ გაიმართა. ხანგრძლივი გზა იყო, ერთად გავიარეთ, რომლის დროს სამწუხარო და ასევე უამრავი შესანიშნავი შთაბეჭდილება დავაგროვეთ. ემოციურად ძალიან გამიჭირდა, რადგანაც ნაკრები ამ ფეხბურთელების მიმართ ვალშია. მაგრამ ჩემი ამოცანა მომავლისთვის სწორი გადაწყვეტილებების მიღებას წარმოადგენს. შესარჩევი ციკლისთვის პერსპექტიული ფეხბურთელების გამოყენება გადავწყვიტეთ. ჩვენ მათ პასუხისმგებლობას მივცემთ, საკუთარ ძალებით უნდა დაამტკიცონ. ფეხბურთელებთან კეთილსინდისიერობის და გულწრფელობის გამოხატვა ჩემს ამოცანას წარმოადგენს. მე მათ განვუცხადე, რომ ევროპის შესარჩევ ციკლის დროს ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის განვითარების შესაძლებლობის მიცემას მსურს".

... სავარაუდო დაბრუნების შესახებ: "რა თქმა უნდა, ფეხბურთელები დამწუხრებულები იყვნენ და შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მომავალში მათზე დაყრდნობა შემეძლო. მაგრამ ფაქტი იმაშია, რომ მე მათ ვუთხარი, რომ ევროს შესარჩევის ჩატარებას მათ გარეშე ვაპირებ".

... ახლანდელი შემადგენლობის შესახებ: "შემადგენლობაში სამი ახალწვეული გვყავს, რომლებიც ნაკრებში ჯერ არ გამომიძახებია. U21 ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელთან შტეფან კუნცთან მიღწეული შეთანხმების შემდეგ ლუკას კლოსტერმანი და მაქსიმილიან ეგეშტაინი გამოვიძახეთ. მთავარ ნაკრებში შთაბეჭდილების დატოვების მიზნით ნაბიჯის გადადგმა მმართებთ. ბოლო დროის განმავლობაში ნიკლას შტარკი მშვენიერ ფორმაში იმყოფებოდა, მან ახალგაზრდულ ნაკრებებთან ერთად ორი ტიტული მოიპოვა. მარცელ ჰალსტერბერგმა მსოფლიო ჩემპიონატამდე ერთი მატჩი ჩაატარა, რომელშიც დადებითი შთაბეჭდილება დატოვა. სამწუხაროდ, ტრავმის გამო მწყობრიდან დიდი ხნით ამოვარდა, მაგრამ ახლა ისევ ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა".

... ახალი სათამაშო სტილის შესახებ: "მსოფლიო ჩემპიონატის და ერთა ლიგის დაწყებიდან ახალი სათამაშო ორიენტირის თაობაზე ბევრს ვფიქრობდით. საერთო ჯამში ბურთის ფლობის და დომინირების კომპონენტები რჩება, ფეხბურთი ბურთი სტაბილური ფლობით ჯერ არ მომკვდარა. მაგრამ უფრო მეტი დინამიკა, მიზანდასახულობა და სიჩქარე დაგვჭირდება. ამ მაჩვენებლების გაუმჯობესება გვმართებს. ის რაც ადრე მეტოქეებზე ძლიერს გვახდენდა, მსოფლიო ჩემპიონატის დროს დავკარგეთ. 2018 წლის მარტში და შესარჩევის დროს ეს ნაკრების თამაშში ჯერ კიდევ შეინიშნებოდა, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატზე პროგნოზირებადი გახდა. ეს ბურთის გრძელ გადაადგილებებში და ზოზინში გამოიხატებოდა. უკანასკნელ მესამედში იდეების დეფიციტი შეინიშნებოდა. ეს ყველაფერი გამოსასწორებელი გვაქვს. ბურთის ფლობის მაჩვენებლით შესარჩევი ციკლის მეტოქეებს გავუსწრებთ, მაგრამ დინამიკიმ მომატება გვმართებს. გვჭირდება ფეხბურთელები, რომლებიც ზეწოლის ქვეშ ყოფნის დროს სწორი გადაწყვეტილებების მიღებას შეძლებენ".

... ახალი ლიდერების შესახებ: "რამდენიმე ფეხბურთელის დასახელება შემიძლია, რომლებმაც ეს ამოცანა საკუთარ მხრებზე უნდა აიღონ. მათთვის ეს იდენტური პროცესია. როგორც მწვრთნელი, მე თვალს რამდენიმე თაობას ვადევნებდი. ბასტიან შვაინშტაიგერი, სამი ხედირა, ფილიპ ლამი მოწინავე პოზიციების მიმართულებით უამრავი წლების განმავლობაში მიდიოდნენ. მათ არა მხოლოდ საკუთარი მიღწევების, არამედ გუნდის დანახვა შეეძლოთ. ნაკრებს ჰყავს ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებსაც პასუხილმგებლობის აღება შეუძლიათ. მაგრამ უნდა დავაკვირდეთ, როგორ შეძლებენ ამასთან გამკლავებას. მომენტალურ შედეგს არ უნდა ველოდოთ. განვითარებისთვის დრო უნდა მიეცეთ".

,,, მეკარეებთან დაკავშირებული სიტუაციის შესახებ: "ამ მომენტისთვის მანუელ ნნოიერი პირველი ნომერია. იგივე ნოემბერში ვუთხარი და ახლაც შევახსენე. ჩვენი კაპიტანია. მარკ ანდრე ტერ სტეგენ მსოფლიო დონეზე თამაშობს და წელს საკუთარ შანსს მიიღებს. ვნახოთ, რა გამოგვივა. რა თქმა უნდა, მანუელ ნოიერმა საუკეთესო თამაში უნდა აჩვენოს. კონკურენცია ნებისმიერ პოზიციაზე შეინიშნება".

იონას ექტორის და მარიო გიოტცეს არ გამოძახების შესახებ: "შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე უამრავი შესანიშნავი ვარიანტი გაგვაჩნია, ფეხბურთელების კლასით კმაყოფილი ვარ. მე ავღნიშნე, რომ მარიო კარგად თამაშობს. იონას კლუბში მარცხენა მცველის პოზიციაზე იშვიათად თამაშობს, მაგრამ მას ვუთხარი, რომ ნაკრების გეგმებში კიდევ შედის".


16-03-2019