სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

5 ბაიერნელი ნაკრებშია

2019 წელს გერმანიის ნაკრები შემადგენლობაში 5 ბაიერნელით დაიწყებს. 23 კაციან განაცხადში მანუელ ნოიერი, იოზუა კიმიხი, ნიკლას ზულე, ლეონ გორეცკა და სერჟ გნაბრი შევიდნენ. 20 მარტს ვოლფსბურგში მანშაფტი, ამხანაგური შეხვედრის ფარგლებში, სერბეთს უმასპინძლებს. 24 მარტს გერმანია სტარტს შესარჩევ ციკლში აიღებს. ამსტერდამში ლიოვის შეგირდეგი ჰოლანდიას დაუპირისპირდებიან. ჯგუფში გერმანიის ნაკრების მეტოქეები ასევე ჩრდ. ირლანდია, ბელორუსია და ესტონეთი იქნებიან.

კარგი ამბები კინგზლი კომანისთვის! ერთ წლიანი პაუზის შემდეგ, რომელიც ტრავმებით იყო განპირობებული, ვინგერი საფრანგეთის ნაკრებში გამოიძახეს. დიდიე დეშამმა კომანი მოლდოვასთან და ისლანდიასთან შეხვედრებზე გამოიძახა.

21 მარტს ალაბა და ავსტრიის ნაკრები ერნსტ ჰაპელის სტადიონზე პოლონეთს უმასპინძლებს, რომლის კაპიტანი რობერტ ლევანდოვსკია. სამ დღეში ავსტრიელები ჰაიფაში ისრაელს დაუპირისპირდებიან. ლევანდოვსკი და კომპანია კი ვარშავაში ლატვიას მიიღებს.

ხამესს და დეივისს დიდი გზა მოუწევთ. კოლუმბიის ნაკრები იაპონიას (22 მარტი) და სამხ. კორეის (26 მარტს) ნაკრებებს შეხვდება. 24 მარტს ვანკუვერში კანადის ნაკრები კონკაკაფის ერთა ლიგის ფარგლებში საფრანგეთის გვიანას შეხვდება.


16-03-2019