სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

შიდა ტურნირებზე სრული კონცენტრაცია

მეტოქის უპირატესობის აღიარება სამწუხარო მარცხის შემდეგ ასევე სპორტის ნაწილია. "ლივერპული უკეთ თამაშობდა და დამსახურებლად გაიმარჯვა", განაცხადა ოთხშაბათს საღამოს პრეზიდენტმა ული ჰიონესმა ანგარიშით 1:3 მარცხის შემდეგ. "საქმე მხოლოდ ჩვენში არ არის, უფრო ლივერპულის თამაშს ეხება", აღიარა ფინალური სასტვენის შემდეგ ნიკო კოვაჩმა. 3 კვირით ადრე, ენფილდზე ჩატარებული შეხვედრის შემდეგ (0:0), ალიანც არენაზე რეკორდმაისტერმა სასურველის შედეგის მოპოვება ვერ შეძლო. აქედან გამომდინარე, ჩემპიონთა ლიგაზე ბაიერნის თავგადასავალი უკვე მერვედფინალურ სტადიაზე დასრულდა.

მიუხედავად ამისა, ალიანც არენაზე მასპინძლებმა ღირსეული თამაში აჩვენეს. "ხანგრძლივი დროის განმავლობაში თავს კარგად ვიცავდით. შეტევაში სიმძლავრე დაგვაკლდა", თქვა ნიკლას ზულემ. იურგენ კლოპის შეგირდები "ბაიერნელებს ძალიან სწრაფად ამოკეტავდნენ", რაც შეტევის განხორციელებას აფერხებდა, როგორც ახსნა ფინალური სასტვენის შემდეგ ნიკო კოვაჩმა. ლევანდოვსკი სიტუაციას ასევე ფხიზლად უყურებს: "ორივე შეხვედრაში არც ისე ბევრი მომენტი გვქონდა. აქედან გამომდინარე შემდგომ სტადიაზე გასასვლელად ბევრი არგუმენტი არ გვქონია".

მაგრამ, ბაიერნელებმა ერთი მომენტის გამოყენება შეძლეს, ისიც მეტოქის დახმარებით. 39-ე წუთზე ფლანგიდან გნაბრიმ გამჭოლი გადაცემა შეასრულა, რომლის შემდეგ ჟოელ მატიპმა ბურთი საკუთარ კარებში ჩაჭრა. მიუნხენელებმა სადიო მანეს გოლის შემდეგ ანგარიში გაათანაბრეს. მომდევნო დროის განმავლობაში ბაიერნისთვის მეოთხედფინალური სტადიის კარი ღია რჩებოდა. "სანამ ანგარიში 1:2 გახდებოდა, თამაში ძალიან დაძაბული იყო. ორივე გუნდი ფრთხილად თამაშობდა", გააზიარა შთაბეჭდილებები მატს ჰუმელსმა.

69-ე წუთზე კუთხურის ჩაწოდებას ვირჯილ ვან დეიქის გოლი მოჰყვა. "მეორე ბურთმა დადებითი შედეგის მიღწევის იმედი დაგვაკარგვინა. ამის შემდეგ ლივერპული მინდორზე უკეთესი გუნდი იყო", დაამატა ცენტრალურმა მცველმა. 84-ე წუთზე მანემ ფინალური შედეგი დააფიქსირა - 3:1.

პირველად უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში ბაიერნმა მეოთხედფინალში გასვლა ვერ შეძლო. "ნეგატიურ მდგომარეობაში ყოფნის ყველა საბაბი გაგვაჩნია. მოთამაშეები ფეხბურთს ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად თამაშობენ", თქვა კოვაჩმა. მაგრამ მიმდინარე სეზონის გამოსვლებს ჩაგდებულს ვერ უწოდებ. ჯგუფური სტადია ბაიერნმა პირველ ადგილზე დაასრულა და ისტორიაში მესამედ ტურნირის პირველი 7 შეხვედრა წაგების გარეშე ჩაატარა. ლივერპულის სახით, რომელიც წინა გათამაშების ფინალისტი იყო, რეკორდმაისტერს წილისყრის ძალიან რთული შედეგი ამოუვიდა.

"ახლა ჩემპიონთა ლიგა სწრაფად უნდა დავივიწყოთ. შემდეგ წელს ისევ უმაღლეს მიზნებზე ვიბრძოლებთ", მტკიცედ განაცხადა კოვაჩმა. ბაიერნის რიგებში მწუხარების მდგომარეობა უკვე გადალახულია. "რეაბილიტაცია სწრაფან უნდა გავიაროთ. ორი დარჩენილი ტიტულის მოპოვება გვმართებს", განაცხადა ჰუმელსმა.

კვირა დღეს ბაიერნი მაინცს უმასპინძლებს. სატურნირო ცხრილში ბაიერნს პირველი ადგილის შენარჩუნება სურთ. "წინ ოპტიმიზმით უნდა ვუყუროთ. თავების განთავისუფლება გვმართებს. ბუნდესლიგაში წარმატებული სერია გვაქვს. იმედი მაქვს, რომ გავახანგრძლივებთ", თქვა კოვაჩმა.


15-03-2019