სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

კოვაჩი: დამსახურებლად დავმარცხდით

"ძალიან ძლიერი მეტოქე დაგვიპირისპირდა. იურგენ კლოპს და მთელ ლივერპულს ვულოცავ. ორივე შეხვედრის ჯამში საუკეთესო გუნდი იყვნენ. 2:1-მდე ღია ფეხბურთს ვთამაშობდით. ყველამ დაინახა, რომ ერთ სტანდარტულ სიტუაციას გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლია. ჩვენი გუნდის ფეხბურთელებს კარგად ანეიტრალებდნენ. მშვიდი კომბინაციური ფეხბურთის დალაგება ვერ მოვახერხეთ. მაგალითად, ლევანდოვსკის თამაშში ჩართვა ვერ შევძელით. აქედან გამომდინარე დამსახურებლად დავმარცხდით. მეტოქე სწრაფ სიჩქარეზე ძალიან მაღალ პრესინგს მიმართავდა. წინ მიწევას საფლანგო მცველებით ვცდილობდით. ამის გაკეთება ვერ მოვახერხეთ, რადგანაც მეტოქე მართლაც რომ კარგად მოქმედებდა, ჩვენ კი საუკეთესო საღამო არ გვქონდა. ლივერპული უმაღლესი დონის გუნდია. შარშან ფინალში გამოდიოდნენ, პრემიერ ლიგის ცხრილში ზედა საფეხურებზე იმყოფებიან", განაცხადა ნიკო კოვაჩმა.


14-03-2019