სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნი ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა

პირველ 10 წუთში ბაიერნს ორი მომენტი ჰქონდა. ტიაგომ ხელსაყრელი პოზიციიდან კარებს ვერ გაარტყა. შემდეგ ლევანდოვსკი საჯარიმოში წააქციეს, მაგრამ ორსატომ პენალტი არ დანიშნა.

მინდორზე სერიოზული ბრძოლა მიმდინარეობდა. მეტოქეები ყოველი მეტრისთვის იბრძოდნენ.

25-ე წუთზე პირველი შანსი ლივერპულს ჰქონდა, მაგრამ ფირმინომ კარებს ააცილა.

შემდეგ შეტევაში ნოიერმა სერიოზული შეცდომა დაუშვა და მანემ ანგარიში გახსნა, 0:1...

30-ე წუთზე ნახევარმომენტი ლევანდოვსკის შეუქმნეს. ელისონი ბურთს დაეუდლა.

ოთხ წუთში ნოერმა ბურთი ახლო კუთხიდან მოიგერია.

პირველი ტაიმის მიწურულს ბაიერნმა მატიპის ავტოგოლის წყალობით გაათანაბრა, 1:1,,,

კომპენსირებულ დროში ლევანდოვსკიმ 1000% მომენტი გააცუდა. შესვენებაზე გუნდები საყაიმო ანგარიშით გავიდნენ.

50-ე წუთზე ნოიერმა ბაიერნი ისევ გადაარჩინა. მან სალაჰის დარტყმა მოიგერია.

61-ე წუთზე გნაბრიმ ფლანგიდან სახიფათო გადაცემა შეასრულა, მაგრამ პარტნიორები ბურთს ვერ შეწვდნენ.

69-ე წუთზე ვან დეიქმა ლივერპული თაური დარტყმით წინ გაიყვანა, 1:2.

75-ე წუთზე სალაჰს ჰქონდა მომენტი, მაგრამ ვერ შეაგდო.

7 წუთში სანჩესმა გაისროლა, მაგრამ არაზუსტად.

84-ე წუთზე ლივერპულმა მესამე ბურთი შეაგდო. დუბლი მანემ მიითვალა.

ბაიერნი ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა...


14-03-2019