სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ლივერპულს ვან დეიკი დაუბრუნდება

საღამოს ლივერპულს ვირჯილ ვან დეიკი დაუბრუნდება, რომელმაც პირველი შეხვედრა დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა. ბარძაყის ტრავმის შემდეგ მწყობრში დეიან ლოვრენი ჩადგა. მაგრამ კლოპმა განაცხადა, რომ ხორვატი პირველი წუთებიდან მინდორზე არ გამოვა. მის მაგივრად, როგორც 3 კვირის წინ, დიდი ალბათობით ჟოელ მატიპი ითამაშებს. ამ შემთხვევაში ფაბინიო საყრდენ ზონაში გადაიწევს. მიუნხენში ტრავმირებული კეიტა არ გამგზავრებულა.

საღამოს პრემიერ ლიგის საუკეთესო დაცვის ხაზი (30 შეხვედრაში 17 გაშვებული გოლი) ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირს დაუპირისპირდება (8 გოლი). "ესეთი თავდასხმელებისთვის არც ერთი შანსის მიცემა არ შეიძლება. წინააღმდეგ შემთხვევაში მომენტალურად დაგსჯიან", განაცხადა ვან დეიკმა. ლივერპულის მცველს წუხილის საბაბი მართლაც აქვს: ჩემპიონთა ლიგის 25 საშინაო შეხვედრაში რობერტ ლევანდოვსკიმ 23 ბურთი გაიტანა. "მის შესაჩერებლად სრული კონცენტრაცია დაგვჭირდება", დაამატა მეკარემ ელისონმა.


13-03-2019