სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

მათეუსი: არ მჯერა, რომ ისევ 0:0 იქნება

"0:0 არც ისე ცუდი შედეგია, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ გასვლაზე ბაიერნმა ბურთი ვერ გაიტანა. აქედან გამომდინარე, საშინაო შეხვედრაში სიფრთხილე მმართებთ. ლივერპულს ძალიან ძლიერი შეტევის ხაზი ჰყავს. ბაიერნმა გოლი არ უნდა გაუშვას და ერთი ბურთი უნდა გაიტანოს. ეს საკმარისი იქნება. გუნდისთვის სწორი ბალანსის მოძიება მნიშვნელოვანი იქნება. ბალანსზე აქცენტს იმიტომ ვაკეთებ, რომ გუნდმა შეტევებს თავი არც უნდა გადააყოლოს, ასევე ღრმა დაცვაშიც არ უნდა ჩაჯდეს. პირველ შემთხვევაში ლივერპულს ბურთის გატანის შესაძლებლობა ექნება, მეორეში კი თვითონ ბაიერნი გატანილი ბურთის გარეშე დარჩება. მიუნხენელებმა ბურთი აუცილებლად უნდა გაიტანონ. არ მჯერა, რომ ალიანც არენაზე ისევ 0:0 დაფიქსირდება და მას დამატებითი დრო ან პენალტების სერია მოყვება", აღნიშნა ლოთარ მათეუსმა.


13-03-2019