სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნი ლივერპულთან სუპერმატჩის მოლოდინში

საღამოს დაძაბული მატჩი იქნება! ენფილდზე მერვედფინალური სტადიის პირველ შეხვედრაში მიღწეული საყაიმო შედეგის წყალობით, ბაიერნმა მეოთხედფინალის "კარები ოდნავ შეაღო" (რუმენიგე). ახლა ალიანც არენაზე ამ კარების ბოლომდე გაღება და ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მეოთხედფინალში ზედიზედ მერვედ გასვლა იქნება საჭირო.

"ამ მატჩის დიდი მოლოდინი გაგვაჩნია. შიშს არ ვგრძნობთ. შინ ვთამაშობთ და ალიანც არენაზე გამარჯვების მოპოვება გვსურს", განაცხადა მანუელ ნოიერმა. 32 წლის გოლკიპერი ტურნირში მე-100 მატჩს ჩაატარებს. "ამ მნიშვნელოვანი შეხვედრის მოგების დრო დადგა. საკუთარ კედლებში უკვე დიდი ხნის განმავლობაში საერთაშორისო დონის მეტოქე არ დაგვიმარცხებია", აღნიშნა პირველმა ნომერმა.

პრესკონფერენციაზე კოვაჩმა განაცხადა, რომ "თამაში მსოფლიოს და ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან მოგვიწევს". ენფილდზე 0:0 განსხვავებით, 47 წლის სპეციალისტი იმედოვნებს, რომ შემტევ თამაშში გუნდი მოუმატებს. "უფრო ეფექტურები უნდა ვიყოთ. თავისუფალი ზონების გამოყენება გვმართებს. ბოლო შეხვედრებში მშვენიერი სულისკვეთება ვაჩვენეთ, კრეატიულები ვიყავით და ძალიან ბევრი მომენტი შევქმენით".

ბოლო წარმატებული სერიის ჩათვლით (12 მოგება 13 შეხვედრაში), ასევე ენფილდზე ფრეს და ჰერტასთან წარმატების ჩათვლით, ნიკო კოვაჩი ოპტიმისტურად არის განწყობილი. "ბოლო კვირების განმავლობაში ძლიერ ნებისყოფას ვდემონსტრირებდით. დიდი აღტაცებით ვთამაშობდით. რაც სეზონის ბოლო გვიახლოვდება, ფეხბურთელები მით უფრო კონცენტრირებული ხდებიან. ისევ 0:0 არ იქნება. მომდევნო რაუნდში გასასვლელად მხოლოდ გამარჯვება გვჭირდება", აღნიშნა კოვაჩმა.

ბაიერნის მწვრთნელმა დაამატა: "ლივერპული დაცვიდან შეტევაზე ძალიან კარგად და სწრაფად გადადის. თავდაუხედავად წინ გაქცევა სწორი არ იქნება, რადგანაც შეიძლება პრობლემები შეგვექმნას. მატჩი კარგად უნდა დავიწყოთ. საკუთარი რიტმის მოძიება გვმართებს. ბალანსი უნდა ვიპოვოთ".

"კომანის დაბრუნებით მოხარული ვარ. ერთი ვარიანტით მეტი გვექნება", დაასრულა ხორვატმა სპეციალისტმა. ბაიერნს დისკვალიფიცირებულები კიმიხი და მიულერი და ტრავმირებულები რობენი და ტოლისო დააკლდებიან.


13-03-2019