სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

კოვაჩის წინა სამატჩო კომენტარები

"ოთხშაბათს საღამოს მთელ მსოფლიოს ყურადღება ბაიერნსა და ლივერპულს შორის შეხვედრაზე ექნება გადატანილი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი არა მხოლოდ ფეხბურთელებისთვის და მწვრთნელებისთვის იქნება, არამედ ყველა გულშემატკივრისთვის და მედიასთვის".

"შემდგომ სტადიაზე გასასვლელად გამარჯვება გვჭირდება. 0:0 არ იქნება. ოთხშაბათს სტადიონზე მძლავრ მხარდაჭერას მივიღებთ".

"კინგზლი კომანი სრული დატვირთვით ვარჯიშობს. ძალიან კარგად გამოიყურება".

"ამ მომენტისთვის ვთვლი, რომ დავიდ ალაბა ფიზიკურად და მენტალურად ოთხშაბათის მატჩისთვის მზად არის. ზუსტად ისე ვარჯიშობს, როგორც მისგან ველოდებოდით".

"უკანასკნელ ორ შეხვედრაში რაფინია კარგად როგორც დაცვაში ასევე შეტევაშიც თამაშობდა. მარჯვენა მცველის პოზიცია მისთვის ნომინალურია. აქედან გამომდინარე, მარცხენა ფლანგიდან მარჯვენაზე დაბრუნება მისთვის პრობლემა არ იქნება".


12-03-2019