სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ჰიონესი ვან გაალის შესახებ

"ლუი ვან გაალი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. მისი დახმარებით ბაიერნმა სათამაშო სტილი კარდინალურად შეცვალა. მან ბურთის ფლობა, პოზიციური თამაში დანერგა. იუპ ჰაინკესმა და პეპ გუარდიოლამ მისი გზა გააგრძელეს, რაღაც კომპონენტებში გაუმჯობესებაც შეძლეს. დღემდე ლუი ვან გაალის სათამაშო იდეებს ვიყენებთ. სამწუხაროდ, როგორც ადამიანთან, მასთან საერთო ენის გამონახვა რთულია. ყოველთვის დისტანციას იჭერს. დაახლოვება მსურდა, მაგრამ ვერ შევძელი. ვან გაალს როგორც პროფესიონალს დიდ პატივს ვცემ. მომავალში ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ", განაცხადა ული ჰიონესმა.

შეგახსენებთ, რომ ორშაბათს ჰოლანდიელმა სპეციალისტმა სამწვრთნელო კარიერა დაასრულა.


12-03-2019