სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ჰამანი: მატჩი უხვგოლიანი ნაკლებად იქნება

"ლივერპული ბაიერნს საკუთარი თავისთვის არა სასურველ დროს შეხვდება. ბაიერნის რიგებში ეიფორია სუფევს. ნიკო კოვაჩს რთული პირველი სეზონი აქვს, მაგრამ მან სიმშვიდე შეინარჩუნა. არადა ჯერ კიდევ შემოდგომაზე გულშემატკივრებს მისი მიწასთან გასწორება სურდათ. მხოლოდ რამდენიმე თვე გავიდა და ბაიერნი დაუმარცხებელის შთაბეჭდილებას ტოვებს. ვერცხლის სინის მოპოვების ძირითადი ფავორიტი გახდა. ლივერპულში საქმე სხვაგვარად არის. ახლა გუნდებს შორის საგრძნობი კონტრასტია. ოთხშაბათს ფსონს ბაიერნზე დავდებდი. მატჩი უხვგოლიანი ნაკლებად იქნება. მინდვრის ყველა მონაკვეთზე მეტოქეები ბოლომდე იბრძოლებენ. ბაიერნი ევროპულ გიგანტად რჩება. ლივერპულისთვის ეს ცნობილია. თაობათა ცვლა? ახლო მომავალში ბაიერნი უკვალოდ არ გაქრება", განაცხადა დიტმარ ჰამანმა.


12-03-2019