სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

3 კვირის წინ, ენფილდზე ნულოვანი ფრეს შემდეგ, ოთხშაბათს საღამოს ალიანც არენაზე ბაიერნი ლივერპულს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური სტადიის საპასუხო შეხვედრის ფარგლებში უმასპინძლებს. ხამესმა პირველი მატჩის შედეგს "სახიფათო" უწოდა. ისტორიის მიხედვით, რომ ვიმსჯელოთ კოლუმბიელი თავის შეფასებაში მართალია. ევროთასებში რეკორდმაისტერი მომდევნო ეტაპზე პირველ მატჩში ნულოვანი ფრეს შემდეგ 3 შემთხვევიდან ორჯერ გადიოდა. მაგრამ ჩემპიონთა თასის 1981 წლის გათამაშებაში ბაიერნი ზუსტად მერსისაიდელებს ვერ გასცდა. საპასუხო შეხვედრა ანგარიშით 1:1 დასრულდა.

ბოლო წლებში ბაიერნს მეოთხედფინალში გასვლის პრობლემები არ ჰქონდა: ბოლო 7 სეზონში მიუნხენელები მერვედფინალურ სტადიას სტაბილურად სცდებოდნენ. უკანასკნელად რეკორდმაისტერი მეოთხედფინალში 2010/11 წწ. გათამაშებაში ვერ გავიდა. მაშინ ბაიერნი ინტერთან დაპირისპირებაში წაბორძიკდა. მიუნხენელებმა მერვედფინალური სტადიის უკანასკნელ 4 საშინაო შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვეს. ამ მატჩებში 21 ბურთი გაიტანეს და მხოლოდ 3 გაუშვეს.

ბოლო დროის განმავლობაში ლივერპულს გასვლით შეხვედრებში თამაში უჭირს: მიმდინარე ჯგუფურ ეტაპში კლოპის შეგირდებმა 9 ქულა დააგროვეს, ყველა საშინაო შეხვედრაში მოიპოვეს. წინა სეზონის ჩათვლით გასვლაზე ლივერპულს 4-მატჩიანი წაგებათა სერია დაუგროვდა. მერსისაიდელების დამარცხება აუტსაიდერმა ცრვენა ზვეზდამაც შეძლო (2:0). კლუბის ისტორიაში ლივერპულს უფრო ნეგატიური სერია მხოლოდ ერთხელ ჰქონდა: 1966 წლის აპრილიდან 1971 წლის ნოემბრამდე, მაშინ ინგლისურმა კლუბმა ზედიზედ 5 მატჩი წააგო. აღსანიშნავია, რომ მეხუთე მარცხი ლივერპულმა ბაიერნისგან იწვნია - 1971 წლის 3 ნოემბერს, ანგარიშით 1:3.

საკუთარ კედლებში ბაიერნი ინგლისურ კლუბებთან უკვე 5 მატჩის განმავლობაში არ მარცხდება. ბოლოს მიუნხენელები 2013/14 წწ. გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე სიტისთან წააგეს - 2:3.


12-03-2019