სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნი ლივერპულისთვის მზადდებას შეუდგა

მიუნხენში ზამთარი დაბრუნდა. ვარჯიშზე გუნდს ნარინჯისფერი ბურთების გამოყენება მოუწია. "Greenkeeper"-ს (თოვლის გამწმენდი მანქანა) კარგი მუშაობის წყალობით ნიკო კოვაჩის გუნდმა ლივერპულთან უმნიშვნელოვანესი შეხვედრისთვის მზადდება დაგვიანების გარეშე დაიწყო.

ტრავმირებულების გარდა, რობენი (კუნთებთან დაკავშირებული პრობლემა) და ტოლისო (აღდგენა მუხლის ჯვარედინი მყესების ტრავმის შემდეგ) რეკორდმაისტერის მწვრთნელს თომას მიულერი (ოჯახური გარემოებების გამო) და ლევანდოვსკი დააკლდნენ. პოლონელი ფორვარდი სავარჯიშო ცენტრში ინდივიდუალური პროგრამით მუშაობდა. დავიდ ალაბა და კინგზლი კომანი, როგორც კვირა დღეს, ასევე ორშაბათსაც საერთო ჯგუფში ვარჯიშობდნენ.


11-03-2019