სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ინტერვიუ ხამესთან

ლივერპულთან პირველ შეხვედრაში გუნდმა დაცვაში კოპმაქტური თამაშით და ბოლომდე დახარჯვით კარგი შთაბეჭდილება დატოვა. რა ითამაშებს განსხვავებულ როლს საპასუხო მატჩში?
"მომდევნო სტადიაზე გასასვლელად იდეალური თამაშის დემონსტრირება გვმართებს. ლივერპულს ძალიან სწრაფი ფეხბურთელები ჰყავს, რომლებიც თავისუფალი სივრცის მიღების დროს თავს კომფორტულად გრძნობენ. აქედან გამომდინარე თამაში სრული კონცენტრაციით გვმართებს. მაქსიმალურად მოტივირებულები უნდა ვიყოთ. კარგი თამაშის ჩვენება უნდა მოვახერხოთ".

ლივერპულში გამართული პირველი მატჩი ანგარიშით 0:0 დასრულდა. კარგია თუ სახიფათო ანგარიშია მაინც?
"სახიფათო ანგარიშია. ვფიქრობ, რომ სიფრთხილე გვმართებს. კონტრშეტევებზე ძალიან სწრაფად გადადიან. მაგრამ ვფიქრობ, რომ მომდევნო სტადიაზე გასასვლელად ყველა შანსი გვაქვს".

კარიერის განმავლობაში ლივერპულის წინააღმდეგ 3 შეხვედრა ჩაატარეთ და არც ერთი არ წაგიგიათ.
რა გაძლევთ ოპტიმიზმის საშუალებას, რომ ოთხშაბათს ეს სერია არ შეწყდება?
"რწმენა ყოველთვის გამაჩნია და ყოველთვის გამარჯვების მოპოვება მსურს. ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლა ყოველთვის მინდა და აქედან გამომდინარე იმედი მაქვს, რომ ყველაფერს სწორად გავაკეთებთ და შემდგომ ეტაპზე გასვლას შევძლებთ. ყველას ამის მიღწევა გვსურს".

ენფილდზე შთამბეჭდავი ატმოსფერო იყო. რას ელოდებით ალიანც არენასგან?
"ვფიქრობ, რომ გულშემატკივრები გუნდს მძლავრ მხარდაჯერას უზრუნველყოფენ. შეტევაზე გადასვლას მოგვთხოვენ, იმისთვის რომ თავი კომფორტულად ვიგრძნოთ და ბოლომდე დავიხარჯოთ".

ბოლო წლების განმავლობაში ლივერპულის შეტევის ხაზი კარგად შეთამაშდა. ვის გამოყოფდით განსაკუთრებით?
"ყველა მათგანი უმაღლესი დონის ფეხბურთელია. ერთის გამოყოფა შეუძლებელია. ძალიან კარგად გამოიყურებიან და აქედან გამომდინარე, მათი თამაშიდან განეიტრალების და შემდგომ სტადიაზე გასასვლელად ერთი ორგანიზმის მსგავსად თამაში გვმართებს".


11-03-2019