სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ინტერვიუ ფანკლუბის წევრთან ეკატერინე ჭიჭინაძესთან.

სალამი ეკა! როდის დაიწყე ბაიერნის ქომაგობა და რატომ გიყვარს მიუნხენური კლუბი?
"გამარჯობა! ბაიერნის ქომაგი ვარ რაც ფეხბურთის ყურება დავიწყე. თავიდანვე ბაიერნის ბრძოლისუნარიანობამ მომხიბლა, იბრძვიან "სისხლის უკანასკნელ წვეთამდე". ჩემი აზრით, ერთ-ერთი დიდი კლუბია რომელიც თამაშებს ასე უნამუსოდ არ ყიდის! კიდევ ქველმოქმედება, უკვე რამდენ კლუბს დაეხმარნენ და გადაარჩინეს. და კიდევ ბევრი მიზეზის ჩამოთვლა შემიძლია, ამჯერად თავს შევიკავებ".

შენი საყვარელი ფეხბურთელი?
"ასე გამორჩევა არ მიყვარს, ვერასდროს ვარჩევ ერთ რომელიმეს. ნოიერი უდავოდ, ჰუმელსი მიყვარს ძალიან, კიდევ კიმიხი. შვაინშტაიგერი! ძველებიდან კანი, ეფენბერგი, მათეუსი".

რას ელოდები გუნდისგან მომდევნო სეზონში?
"როგორც ყველა ტრიპლეტს! მაგრამ ალბათ გაგვიჭირდება..."

შენი აზრით, გაამართლებს თუ არა ევროთასებზე გამოუცდელი ნიკო კოვაჩი?
" კოვაჩის მიმართ რატომღაც სკეპტიკურად ვარ განწყობილი, მაგრამ ვნახოთ, გაგვიმართლებს იმედია მოლოდინებს..."

ალიანც არენაზე რომელ მატჩს დაესწარი? რა შთაბეჭდილება დაგრჩა?
"ჰერტასთან მატჩს, ცოტა იმედგაცრუებული დავრჩი 0-0 ვითამაშეთ, მაგრამ წარმოუდგენლად მაგარი შეგრძნება იყო, ცხოვრებაში არ დამავიწყდება ის ემოციები, პირველი ნაბიჯი და პირველი თვალის შევლება სტადიონზე! ენით აუღწერელია ის ყველაფერი"!

რას საქმიანობ გერმანიაში? როგორც გავიგე უნივერსიტეტში ჩააბარე.
"კიი, უნივერსიტეტში ჩავაბარე, სექტემბერიდან დავიწყებ ბიზნესზე სწავლას. სწავლის პარალელურად ვმუშაობ".

როგორ გადაიტანე მსოფლიო ჩემპიონატზე მანშაფტის წარუმატებელი გამოსვლა?
"ჩემი "საფეხბურთო ცხოვრების" ყველაზე დიდი იმედგაცრუება იყო, გახსენებაც კი არ მინდა. აღარც მიყურებია ნორმალურად მსოფლიოსთვის".

რას უსურვებდი ბაიერნის ქართულ ოფიციალურ ფანკლუბს მომავალში?
"კიდევ უფრო განვითარებას რა თქმა უნდა, ბევრ წარმატებას და ტრიპლეტის მოგების აღნიშვნას"!

მადლობა, ეკა. შენც წინსვლას გისურვებთ!


16-08-2018