სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ალაბა და კომანი გუნდს დაუბრუნდნენ

კვირა დღეს მიუნხენში ცუდი ამინდი იყო. ქალაქს ძლიერი ქარი უტევდა. მიუხედავად ამისა, ზებენერ შტრასეზე მშვენიერი განწყობა სუფევდა. ამის მიზეზი კინგზლი კომანის და დავიდ ალაბას გუნდის საერთო ჯგუფში დაბრუნება იყო. ორივე ფეხბურთელმა, რომლებმაც ტრავმების გამო ვოლფსბურგთან შეხვედრა გამოტოვეს, საერთო ჯგუფში ვარჯიშის ნაწილი ჩაატარეს.

ალაბა საერთო ჯგუფს რამდენიმე დღის წინ დაუბრუნდა. კომანისთვის კი პირველი ვარჯიში იყო, იმის შემდეგ, რაც ფრანგმა ჰერტასთან მატჩში კუნთები დააზიანა. მისი გამოსვლა ლივერპულთან საპასუხო შეხვედრაში ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება.

"კინგზლი თავს კარგად გრძნობს. ვარჯიშებზე მას დავაკვირდებით", განაცხადა ჰასან სალიჰამიჯიჩმა. თავშეკავებული განცხადება კოვაჩმაც გააკეთა: "წინ რამდენიმე დღე გვაქვს. ამ დროის მონაკვეთის გამოყენება სწორად გვმართებს".


11-03-2019